ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მარკო ტარდელიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. ტარდელი შექმნილ ვითარებაში გამოსავალს მხოლოდ ჩემპიონატის ანულირებაში ხედავს და მიაჩნია, რომ მხოლოდ მომდევნო სეზონზე უნდა იფიქრონ.
გარდა ამისა, მარკომ, რომელიც „იუვენტუსში“ 10 წელი თამაშობდა, ყოფილი კლუბის შესახებაც გააკეთა კომენტარი:
– სიტყვები, რომელიც ამ პერიოდში არ მოგწონთ…
– პოლემიკა. არ შეიძლება ახლა ყველაფერზე ჩხუბი. უნდა ვიპოვოთ შეთანხმება ასეთ მომენტში.
– რას ფიქრობთ ფეხბურთელებისთვის ხელფასის შესაძლო დაკლებაზე?
– არმგონია, რომ ეს ფეხბურთელებისთვის პრობლემა იყოს, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს თავიანთი პასუხისმგებლობა. მჯერა ხელფასებს შეიმცირებენ, სხვა დროსაც გაუკეთებიათ. ვფიქრობ, ფეხბურთი ცოტა გაღარიბდება, ისევე, როგორც სხვა სპორტის სახეობები. ნულიდან მოგვიწევს დაწყება? ამას გავაკეთებთ.
– როდიდან იქნება შესაძლებელი თამაში?
– მიმაჩნია, რომ ტიტულები მოედანზე თამაშით უნდა გადაეცეთ გუნდებს. ჩემპიონატი ჩემი აზრით ვეღარ განახლდება და შემდეგ სეზონზე უნდა ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, სხვაგვარად მოქცევა არ შეიძლება.
– სარის როგორ აფასებთ?
– ჯერჯერობით პოზიტიურად. კარგად მუშაობს, ვერ შეძლო გულშემატკვართა ნაწილის გულებში შესვლა, კლუბიც იმედოვნებდა, რომ სხვა ფეხბურთს ითამაშებდნენ, რომელსაც „ნაპოლიში“ აჩვენებდა. თუმცა თავიდანვე თქვა, რომ აქ განსხვავებული გუნდი ჰყავდა.ეკონომიკური პრობლემები? კრიშტიანუ რონალდუს ყიდვით „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვარაუდობდა, რომელიც ჯერ არ ჩანს, საფონდო ბირჟაზე აქციების ვარდნა კი გუნდის მდგომარეობას არაკომფორტულს ხდის.
– პიანიჩი სარის ფეხბურთისთვის შესაფერისია?
– შესანიშნავი მოთამაშეა, არ მომეწონა, რომ იტალიიდან წავიდა და სახლში დაბრუნდა, მაგრამ კარგი ფეხბურთელია. იგუაინი? დედამიის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მეც იგივეს გავაკეთებდი, სხვების შემთხვევაში კი ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი რა შეთანხმება აქვთ ხელმძღვანელობასთან.