„იუვენტუსის“ ფეხბურთელების კარანტინი დასრულდა, მაგრამ იზოლაციაში ისევ იმყოფებიან, რადგან საწვრთნელი პროცესი კლუბში შეჩერებულია.
ყველა მათგანი სახლში ინდივიდუალურად ემზადება და მათ შორის, ლეონარდო ბონუჩიც, რომელმაც განაცხადა, რომ ფეხბურთს მის შვილებს ეთამაშება.
„ყოველი დილა დავალებებით იწყება. ჩვეულებრივ შუადღის სამ საათვზე ვვარჯიშობ, როდესაც შემიძლია ჩემი მეუღლე შვილებთან დავტოვო. პროგრამა საათნახევარი ან ორი საათი გრძელდება.
გარდა ამისა, ყოველდღე ლორენცოსთან ერთად ბაღში მივდივარ სათამაშოდ, შემდეგ მეორეც მოდის. სანამ დედა არ დარეკავს, რომ სახლში უნდა შევიდეთ, ვთამაშობთ“, – განაცხადა ბონუჩიმ.