მთავარი / თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა (გვერდი 42)

თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა

რემზი: “ინსტიქტურად დავარტყი, ბოდიში რონალდუს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. უელსელი ფეხბურთელის განცხადებით, რონალდუს დარტყმის შემდგე ინსტიქტურად იმოქმედა. „გამარჯვება და კვალიფიცირება ჩვენი მიზანი იყო. კიდევ უნდა ვიმუშაოთ, რომ ტოპ კონდიციებში შევიდეთ, მაგრამ კმაყოფილები ვართ, რომ მერვედფინალის საგზური გარანტირებული გვაქვს. ახლა კი შემდეგ თამაშზე ვფიქრობთ. „ლოკომოტივთან“ რთული მატჩი იყო, მეტოქემ ძალიან …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” 300 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მე-300 გოლი გაიტანა და ისტორიაში პირველი იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. საიუბილეო აარონ რემზის გოლი გამოდგა მოსკოვის „ლოკომოტივის“ კარში. „იუვე“ მეხუთე გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 300 გოლი მიითვალა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ რემზი ტურინული გუნდის ისტორიაში პირველი ბრიტანელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე თავი გამოიჩინა. …

სრულად წაკითხვა »

სარი: “ბევრი შეცდომა დავუშვით, ახლა კი ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელ სპეციალისტს თამაშის ხარისხი არ მოეწონა, მაგრამ შედეგის მნიშვნელობასაც ხაზი გაუსვა. „ტექნიკურად და ტაქტიკურად ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგალითად პირველ ხაზზე ბურთის განაწილების დროს. ცუდ ფორმაში ვიყავით, აგრესია გვაკლდა დაკარგული ბურთების დაბრუნების დროს და კონტრშეტევებზე. მაგრამ, კარგი იყო …

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტა: “ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გოლი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დუგლას კოშტამ, რომელმაც მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ულამაზესი და რაც მთავარია, გამარჯვების გოლი გაიტანა. ნამატჩევს ბრაზილიელმა ისაუბრა და თქვა, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გოლი იყო. „ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გოლი მას შემდეგ, რაც „იუვეში“ ვარ. ბედნიერი ვარ, რომ თამაშში ჩავერთე და ჩემი თანაგუნდელების დახმარება შევძელი. დღეს ციოდა და ესარ …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “შეგვიძლია სეზონის პირველი მიღწევით დავტკბეთ”

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მოსკოვის „ლოკომოტივი“ 2:1 დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩის შემდეგ ლეონარდო ბონუჩიმ კომენტარი გააკეთა: „სეზონის პირველი მიზნის შესრულებით უნდა დავტკბეთ, მაგრამ ასევე უნდა ვიფიქროთ კვირას მნიშვნელოვან მატჩზე. ჩემს მიერ კარის ხაზიდან გამოტანილი ბურთი? ეს ერთი ქულის აღების საშუალებას მოგვცემდა, ხოლო დუგლას კოშტას გოლმა …

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტას შედევრი და “იუვე” მერვედფინალშია

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა. მაურიციო სარის გუნდმა მეოთხე ტურში მოსკოვში, „ლოკომოტივს“ აჯობა და ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა. თუმცა, თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა და როგორც უკვე მიმდინარე სეზონმა დაგვაჩვია, ნერვიულობის ფონზე მოპოვებული გამარჯვება გამოდგა. ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. კრიშტიანუ რონალდუს ჯარიმის შემდეგ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “ლოკომოტივთან”

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად მოსკოვის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება. ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობები: „ლოკომოტივი“ (4-4-2): გილერმე; იგნატიევი, ჰიოვედესი, ჩორლუკა, რიბუსი; ჟემალეტდინოვი, კრიხოვიაკი, ბარინოვი, ჟოაო მარიო; ალ. მირანჩუკი, ედერი „იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, რაბიო; რემზი; რონალდუ, იგუაინი შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 21:55 …

სრულად წაკითხვა »

სარის მერვედფინალის საგზურის მოპოვება დღესვე უნდა

ტურინის „იუვენტუსი“ დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მოსკოვის „ლოკომოტივს“ სტუმრად დაუპირისპირდება. მაურიციო სარის გუნდი თუ რუსული გუნდის დამარცხებას შეძლებს, მერვედფინალის საგზურს ოფიციალურად მოიპოვებს. თუმცა, ფრის შემთხვევაშიც დიდ ნაბიჯს გადადგამს პლეი-ოფისკენ. აი, წაგება კი, იტალიის ჩემპიონისთვის დაუშვებელია, რადგან სიტუაციას გაირთულებს და დარჩენილ ორ ტურში მოუწევს ბოლომდე ბრძოლა. დღევანდელ შეხვედრაში „იუვეს“ სავარაუდო …

სრულად წაკითხვა »

მაურიციო სარის პრეკოსნფერენცია “ლოკომოტივთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ევროპაში ქულების მოპოვება ადვილი არაა და მისმა გუნდმა კარგი თამაში უნდა ჩაატაროს. ქულების მოსაპოვებლად კარგი თამაში „რთული თამაში გვაქვს, რადგან ევროპაში თუ კარგად ვერ ითამაშებ, ქულებსაც ვერ მოიპოვებ. მიზანი ჯგუფიდან გასვლაა პირველი ადგილით, მაგრამ ჩვენ …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “ვისურვებდი, რომ კარი ისევ მშრალად შევინახოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვოიცეხ შჩესნი იახლა. პოლონელმა მეკარემ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. ბუფონი, როგორ მეორე მეკარე ჯიჯისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ყველამ ვიცით, რომ შესანიშნავი მეკარე და დიდებული ადამიანია. მასთანან ერთად კიდევ ერთი წლის გატარება სასიხარულოა და როდესაც ითამაშა, თავი კარგად წარმოაჩინა, დაამტკიცა, რომ ფორმაშია. …

სრულად წაკითხვა »