ტურინის „იუვენტუსი“ დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მოსკოვის „ლოკომოტივს“ სტუმრად დაუპირისპირდება.
მაურიციო სარის გუნდი თუ რუსული გუნდის დამარცხებას შეძლებს, მერვედფინალის საგზურს ოფიციალურად მოიპოვებს. თუმცა, ფრის შემთხვევაშიც დიდ ნაბიჯს გადადგამს პლეი-ოფისკენ. აი, წაგება კი, იტალიის ჩემპიონისთვის დაუშვებელია, რადგან სიტუაციას გაირთულებს და დარჩენილ ორ ტურში მოუწევს ბოლომდე ბრძოლა.
დღევანდელ შეხვედრაში „იუვეს“ სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:
შჩესნი; დანილო, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; რემზი; რონალდუ, იგუაინი
სარის დაცვაში ორი არჩევანი აქვს გასაკეთებელი: დანილო-დე შილიოსა და რუგანი-დემირალს შორის. ბრაზილიელი და იტალიელი ფავორიტები არიან. გამთამაშებლის პოზიციაზე ფედერიკო ბერნარდესკის წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ძირითადში აარონ რემზი გამოჩნდება, ხოლო დუგლას კოშტა 90 წუთის სათამაშოდ მზად არაა.
პაულო დიბალას მცირე ტრავმა აწუხებს და სათადარიგო სკამზე იქნება, მაგრამ სასტარტოში მისი ყოფნა გამოირიცხულია. კრიშტიანუ რონალდუს კი გონსალო იგუაინი შეუწყვილდება.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 21:55 საათზე დაწყება.