მთავარი / სიახლეები / ორი წლის წინ “იუვენტუსი” ჰოლანდის ყიდვასთან ახლოს იყო

ორი წლის წინ “იუვენტუსი” ჰოლანდის ყიდვასთან ახლოს იყო

ტურინის „იუვენტუსს“ რამდენიმე წლის წინ ერლინგ ჰოლანდის შეძენა შეეძლო. „ზალცბურგის“ ნორვეგიელი ფორვარდი, რომლის მიმართ დღეს ინტერესი ძალიან დიდია და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია, 2018 წელს „იუვეში“ პრქტიკულად გადასული იყო.

2017 წლის ზაფხულში მხარეები მორიგდნენ, რომ იმ დროს 17 წლის ფეხბურთელი „იუვენტუსში“ 2018 წლის იანვარში 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და 23-წლამდე გუნდში დაიწყებდა თამაშს. ტრანსფერზე თანახმა იყო შვედური „მიოლდეც“, სადაც ჰოლანდი თამაშობდა, მაგრამ შემდეგ გარიგება არ შედგა.

ეს ყველაფერი კი, ფეხბურთელის სურვილით, რომელმაც კონკურენციის გამო არ ისურვა „იუვეში“ იმ დროს თამაში და არც 23-წლამდე გუნდში გარჯა ხიბლავდა. ამას ამჯობინა „მიოლდეს“ მთავარ გუნდში დარჩენა, საიდანაც „ზალცბურგში“ აღმოჩნდა  და ახლა მთელი ევროპის სამიზნეა.

დაინტერესებულია „იუვეც“, მაგრამ 5 მილიონის ნაცვლად გაცილებით დიდი თანხის გაღება მოუწევს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …