ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დუგლას კოშტამ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, მოედანზე ყოველთვის მას ეძებს, რადგან მეტოქეებისთვის სირთულეების შექმნა ასე უფრო ადვილია.
„რონალდუ? შთამბეჭდავია, მისი მოსვლიდან გუნდში ჩვენი ცხიმების პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა. მან მოედნის მიღმაც ბევრი მოგვცა. ჩვენ ერთსა და იმავე ენაზე ვსაუბრობთ და როდესაც ერთად ვთამაშობთ, ერთმანეთს ვეძებთ, რადგან ვიცით, რომ მეტოქეებისთვის დიდი სირთულეების შექმნა შეგვიძლია“, – თქვა დუგლას კოშტამ.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ და დუგლას კოშტა თანაგუნდელები 2018 წლის ზაფხულიდან არიან.