მთავარი / თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა (გვერდი 30)

თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა

მემფის დეპაი: “იუვენტუსის” არ გვეშინია”

„ლიონის“ ფეხბურთელმა მემფის დეპაიმ „იუვენტუსთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მეტოქის არ ეშინიათ, პირიქით, დიდი ამბიციები გააჩნიათ. „პირველ შეხვედრაში 1:0 მოვიგეთ, გუნდში დიდი სულისკვეთება დავინახე და ამან ძალიან გამახარა. „იუვენტუსს“ კარგად არ უთამაშია, ახლა თვეების შემდეგ სულ სხვა სიტუაციაა. „ბიანკონერიმ“ ჩვენთან შედარებით მეტი თამაში ჩაატარა და ამიტომ ბევრი ასპექტი …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს”განაცხადი ჩემპიონთა ლიგაზე

ტურინის „იუვენტუსმა“ უეფაში ჩემპიონთა ლიგის განაცხადი ოფიციალურად გაგზავნა. მაურიციო სარის განკარგულებაში მოახლოებულ ტურნირზე ასეთი შემადგენლობა იქნება: შჩესნი, დე შილიო, კიელინი, დე ლიხტი, პიანიჩი, რონალდუ, რემზი, დიბალა, დუგლას კოშტა, ალექს სანდრო, დანილო, მატუიდი, კუადრადო, ბონუჩი, იგუაინი, რუგანი, რაბიო, დემირალი, ბენტანკური, პინსოლიო, ბერნარდესკი, ბუფონი შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 7 აგვისტოს „ლიონს“ უმასპინძლებს და …

სრულად წაკითხვა »

რუდი გარსია: “ჩვენი მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა”

ფრანგული „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „იუვენტუსთან“ მატჩზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდის მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა. „შეტევაში უკეთ თამაში მოგვიწევს გოლის გასატანად, მაგრამ კარგი საფუძველი გვაქვს, რომ ეს გავაკეთოთ. ეს იყო ჩვენი პირველი რეალური თამაში პაუზის შემდეგ და ფიზიკურად ბევრი ვიტანჯეთ, ამიტომ აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება. ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “იუვეს” ჩემპიონთა ლიგაზე გაუჭირდება”

ცნობილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, გუნდს გაუჭირდება, რადგან ძლიერი კონკურენტები ჰყავს. „იუვენტუსს“ სკუდეტო უკვე ხელში აქვს, მაგრამ მიზანი ჩემპიონთა ლიგაა, თუმცა რთული იქნება. არიან დიდი გუნდები, დიდი მწვრთნელები, დიდი მენტალიტეტით. გრძელი და რთული გზაა“, – თქვა კაპელომ. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლიონს“ შეხვდება და …

სრულად წაკითხვა »

ლიპი: “იუვეს” შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ შეუძლია “ატალანტასაც”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ „იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ მატჩის შესახებ ისაუბრა. იტალიელს თავის დროზე ორივე გუნდი გაუწვრთნია. „ლამაზი თამაში იქნება, რომელშიც ნებისმიერი შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს. „იუვეს“ სკუდეტო ხელში აქვს, მაგრამ „ატალანტას“ შეუძლია სატურნირო ცხრილში წინ წაწევა. ყოველ სამ დღეში თამაში ევროთასების გარეშე „იუვესთვის“ კარგია, უეფას დაგეგმილი გრაფიკი ტურინელებს საშუალებას მისცემს …

სრულად წაკითხვა »

ნედვედი: “ახლა მიზანი პორტუგალიაში ჩასვლაა, მანამდე “ლიონი” უნდა დავამარცხოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა. ჩეხი დარწმუნებულია, რომ „იუვეს“ ნებისმიერ შემთხვევაში რთული მატჩები ელოდება, მაგრამ მანამდე მთავარი მიზანი პორტუგალიაში ჩასვლა და „ლიონის“ ბარიერის დაძლევაა. „პირველ რიგში ჩვენ მერვედფინალი უნდა გადავლახოთ და ვიცით, რომ ძალიან რთულ და დაძაბული საპასუხო მატჩი გველოდება. წყვილები ძალინ დიდ სტიმულს გვაძლევს, მეოთხედფინალებიდან …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “მოუთმენლად ველოდებით ლისაბონში ჩასვლას”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა და განაცხადა, რომ ლისაბონამდე მისვლას მოუთმენლად ელოდება. „ლისაბონი? მოუთმენად ველოდებით იქ მისვლას. თუმცა, მანამდე სხვა მიზნები გვაქვს იტალიაში და „ლიონთან“ გამარჯვება. კორონავირუსის პაუზის დროს ფორმაში ყოფნა ადვილი არ იყო, განსაკუთრებით ჩემსავით „მოხუცი“ ფეხბურთელებისთვის. ადრე ვიღვიძებდი და 2 საათი ვვარჯიშობდი“, – თქვა …

სრულად წაკითხვა »

ჩემპიონთა ლიგაზე “იუვეს” ბადე ცნობილია თუ “ლიონის” ბარიერს გადალახავს

ტურინის „იუვენტუსის“ ბადე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ცნობილია, რომელიც დღეს ნიონში ჩატარებული წილისყრით გაირკვა. იმ შემთხვევაში თუ მაურიციო სარის გუნდი „ლიონის“ ბარიერს გაივლის მეოთხედფინალში “მანჩესტერ სიტი” – “რეალის” წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. თუ “იუვე” “ლიონსაც” გაივლის და შემდეგ მეოთხედფინალურ ეტაპსაც, ნახევარფინალში “ბარსელონა” / “ნაპოლი” – “ბაიერნი” / “ჩელსის” წყვილში საუკეთესოს შეხვდება. გზა …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” “ლიონს” ტურინში დაუპირისპირდება

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი „ლიონთან“ „ალიანც სთედიუმზე“ გამართავს. უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მატჩები ნეიტრალურ სტადიონებზე არ გაიმართება და მასპინძლები მეტოქეებს საკუთარ მოედანზე მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ საფრანგეთში 0:1 აქვს წაგებული და საპასუხო მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება. მეოთხედფინალიდან ტურნირი ლისაბონში გაიმართება.

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის ახალი კალენდარი გაირკვა

ჩემპიონთა ლიგა 7 აგვისტოს განახლდება. უეფამ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. დარჩენილი ოთხი მერვედფინალური შეხვედრა, რომელთაგან ერთ-ერთში “იუვენტუსი” “ლიონს” უნდა შეხვდეს 7 და 8 აგვისტოს გაიმართება. ჯერჯერობით ზუსტად ცნობილი არაა, “იუვე” შვიდ რიცხვში ითამაშებს თუ რვაში. არც ისაა ცნობილი თამაშს ტურინი უმასპინძლებს თუ ლისაბონი. ეს მოგვიანებით დადგინდება. სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რომ 12-23 …

სრულად წაკითხვა »