მთავარი / თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა (გვერდი 60)

თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის განაცხადი ორი ცვლილებით

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებისთვის „იუვენტუსის“ განაცხადი ცნობილია. ჯგუფურ ეტაპთან შედარებით ორი ცვლილებაა. განაცხადში აღარაა მეჰდი ბენატია, რომელმაც გუნდი დატოვა და მისი ადგილი მარტინ კასერესმა შეავსო. მეორე ცვლილებება კი, იძულებითია: ხუან კუადრადოს ნაცვლად განაცხადში ლეონარდო სპინაცოლა მოხვდა. როგორც ცნობილია კოლუმბიელი აპრილამდე ვერ ითამაშებს და ალეგრიმ მის სამსახურზე ამ ეტაპზე უარი თქვა. განაცხადი …

სრულად წაკითხვა »

ცენტრალური მცველი “ატლეტიკოსაც” გამოაკლდა

ლეონარდო ბონუჩის რომ შესაძლოა, „ატლეტიკოსთან“ პირველი მატჩი გაუცდეს, გითხარით. თავის მხრივ, წამყვანი ცენტრალური მცველი „ატლეტიკოსაც“ გამოაკლდა. კაპიტანი დიეგო გოდინი ტრავმირებულია. ურუგვაელმა დაზიანება „ხეტაფესთან“ მატჩში მიიღო და მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. უკვე ცნობილია, რომ უახლოეს მატჩებში ვერ ითამაშებს. ტალიური მედიის ცნობით, გოდინმა 20 თებერვლამდე, როდესაც „იუვესთან“ მატჩი მადრიდში შედგება, …

სრულად წაკითხვა »

მანუელას პირობა – სიშიშვლე ჩემპიონთა ლიგის თასის სანაცვლოდ!

ტურინის „იუვენტუსის“ ცნობილმა ქომაგმა მანუელა ფერარამ პირობა დადო თუ მისი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. თუ რა თქვა ფერარიმ ამაზე ქვემოთ. მანამდე გეტყვით, რომ ფერარა ბრეშაში დაიბადა და ცნობილი ტელეწამყვანია, რომელიც სოციალურ ქსელში თამამი ფოტოების გამოქვეყნებას არ ერიდება. ეს კი მანუელას დაპირება: „თუ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ფერილის მივბაძავ, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

“ატლეტიკოში” ტრავმების ეპიდემიაა

მადრიდის „ატლეტიკოში“ ტრავმების ეპიდემიაა. ლა ლიგის ბოლო ტურში „უესკასთან“ შეხვედრაში ერთ-ერთი ლიდერი კოკე დაშავდა, რომელსაც მარჯვენა ბარძაყის დაზიანება აღენიშნება. აღნიშნულ ინფორმაციას „როხიბლანკოს“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდი გაუცდება ესპანელ ნახევარმცველს, მაგრამ მინიმუმ 15 დღე იუქმებს. არსებობს რისკი, რომ „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერდვედფინალურ მატჩშიც ვერ ითამაშოს. გარდა ამისა, …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “რონალდუსთან ერთად “იუვე” ევროპის საუკეთესო გუნდი გახდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი „ბებერი სინიორას“ შესახებ ისევ საუბრობს. ჯიჯის განცხადებით, რონალდუსთან ერთად „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი გახდა. თუმცა, ბუფონი მიიჩნევს, რომ ამ ტურნირზე გარანტირებული არცერთ გუნდს არაფერი აქვს: „იუვე“ ძალიან ძლიერია. ყოველთვის, ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ევროპის დონეზეც ძლიერი იყო. ახლა კი, საოცარი ფეხბურთელი დაიმატა. ეს …

სრულად წაკითხვა »

კანავარო: “ნაპოლის” “იუვეს” დამარცხების ერთადერთი გზა აქვს”

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფაბი კანავარო მიიჩნევს, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ჩინური „გუანჯოუ ევერგრანდის“ მთავარმა მწვრთნელმა ასევე ისაუბრა სკუდეტოს შესახებ და „ნაპოლის“ ლიონელ მესის ყიდვა ურჩია. ფაბიოს აზრით, ნეაპოლელები მხოლოდ ასე მოახერხებენ „იუვენტუსის“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში დამარცხებას: „ყველამ დაიჯერა, რომ „ნაპოლისა“ და „ინტერს“ შეუძლიათ „იუვენტუსის“ დომინაციის შეწყვეტა, მაგრამ „ბიანკონერის“ როგორც …

სრულად წაკითხვა »

“ატლეტიკოს” პრეზიდენტი: “ჩვენს შორის გამარჯვებული ფინალში გავა”

მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტი ენრიკო სერეზო მიიჩნევს, რომ „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ შორის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. სერეზოს განცხადებით, „იუვენტუსი“ ძლიერია, მაგრამ მისი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია: „ატლეტიკო“ „იუვენტუსისთვის“ ყველაზე ცუდი მეტოქეა? – ესპანეთში ამბობენ, რომ „იუვენტუსი“ „ატლეტიკოსთვისაა“ ყველაზე რთული მოწინააღმდეგე. „იუვენტუსი“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ამ ბარიერს დავძლევთ. …

სრულად წაკითხვა »

შავ-თეთრების 2018 წელი – შეჯამება

შავ-თეთრების 2018 წელი - შეჯამება

ორი ტიტული – ზედიზედ მე-7 სკუდეტო და მიჯრით მე-4 იტალიის თასი. რეკორდები, ჯიჯი ბუფონთან და კლაუდიო მარკიზიოსთან დამშვიდობება, ლეონარდო ბონუჩის დაბრუნება, კრიშტიანუ რონალდუს ისტორიული ტრანსფერი, გამარჯვებები ლეგენდარულ სტადიონებზე – ეს, ის გამორჩეული მომენტებია, რომელსაც „იუვენტუსმა“ 2018 წელს მიაღწია. JUVENTUS.GE ეცდება, რომ განვლილი კალენდარული წელი მაქსიმალურად გაიხსენოს. ზედიზედ მე-7 სკუდეტო „იუვენტუსისთვის“ …

სრულად წაკითხვა »

ტურამი: “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მცველი ლილიან ტურამი მიიჩნევს, რომ „ბებერი სინიორა“ ჩემპიონთა ლიგის გამორჩეული ფავორიტია. ფრანგს ამის მიზეზად კრიშტიანუ რონალდუ მიაჩნია. „იუვენტუსი“ თავისი ფეხბურთელებით და ისტორიით ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ყოველთვისაა. თუმცა, მიმდინარე სეზონში განსაკუთრებულად კრიშტიანუ რონალდუს დამატების გამო“, – განაცხადა ტურამმა. შეგახსენებთ, რომ ლილიან ტურამი „იუვენტუსის“ ღირსებას 2001-2006 წლებში იცავდა.

სრულად წაკითხვა »

მესი: “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატია”

კატალონიის „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია. არგენტინელმა Marca-სთან საუბარში ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ კანდიდატად სწორედ „იუვე“ დაასახელა. „იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუმდეც ძლიერი იყო და მასთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდა. ვფიქრობ, ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის მოგების ძალიან დიდი შანსი აქვთ“, – თქვა მესიმ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის …

სრულად წაკითხვა »