ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა და განაცხადა, რომ ლისაბონამდე მისვლას მოუთმენლად ელოდება.
„ლისაბონი? მოუთმენად ველოდებით იქ მისვლას. თუმცა, მანამდე სხვა მიზნები გვაქვს იტალიაში და „ლიონთან“ გამარჯვება.
კორონავირუსის პაუზის დროს ფორმაში ყოფნა ადვილი არ იყო, განსაკუთრებით ჩემსავით „მოხუცი“ ფეხბურთელებისთვის. ადრე ვიღვიძებდი და 2 საათი ვვარჯიშობდი“, – თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ლიონს“ 7 აგვისტოს შეხვდება. ჩემპიონთა ლიგაზე ფინალამდე ტურინელთა ბადეში „ბაიერნი“, „ნაპოლი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“, „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ არიან.