ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა. ჩეხი დარწმუნებულია, რომ „იუვეს“ ნებისმიერ შემთხვევაში რთული მატჩები ელოდება, მაგრამ მანამდე მთავარი მიზანი პორტუგალიაში ჩასვლა და „ლიონის“ ბარიერის დაძლევაა.
„პირველ რიგში ჩვენ მერვედფინალი უნდა გადავლახოთ და ვიცით, რომ ძალიან რთულ და დაძაბული საპასუხო მატჩი გველოდება. წყვილები ძალინ დიდ სტიმულს გვაძლევს, მეოთხედფინალებიდან ძნელია მეტოქის არჩევა, რადგან ყველა ძლიერი გუნდია.
„რეალი“ თუ „სიტი“? ორივე გუნდს შეუძლია ტურნირის მოგება და ყველა შემთხვევაში რთული თამაში გველოდება. ახლა ჩვენი მიზანია პორტუგალიაში ჩასვლა. ეს ახალი ფორმატი მშრალი მატჩები ძალიან საინტერესო მთელი მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროსითვის, ასევე იმიტომ, რომ როგორც წესი, ნორმალურ პერიოდში იმ დროს ფეხბურთს არ ვთამაშობთ“, – თქვა ნედვედმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ლიონს“ 7 აგვისტოს შეხვდება. ჩემპიონთა ლიგაზე ფინალამდე ტურინელთა ბადეში „ბაიერნი“, „ნაპოლი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“, „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ არიან.