ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი „ლიონთან“ „ალიანც სთედიუმზე“ გამართავს.
უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მატჩები ნეიტრალურ სტადიონებზე არ გაიმართება და მასპინძლები მეტოქეებს საკუთარ მოედანზე მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ საფრანგეთში 0:1 აქვს წაგებული და საპასუხო მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება. მეოთხედფინალიდან ტურნირი ლისაბონში გაიმართება.