ტურინის „იუვენტუსი“ „რომას“ ნახევარმცველ ნიკოლო ძანიოლოს გადაბირებას აქტიურად გეგმავს.
Corriere Dello Sport-ის ცნობით, ძანიოლომ არჩევანი გააკეთა, რომში ბედნიერია ოჯახთან ერთად და კარგად აცნობიერებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ მომდევნო სეზონის დედაქალაქში გატარება მისი ზრდისთვის მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა, რა იქნება შემდეგ, უცნობია.
„იუვე“ კი ძანიოლოთი მონუსხულია და როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, ფაბიო პარატიჩი „რომას“ ხელმძღვანელობას უკვე დაუკავშირდა და საქმეზე მუშაობა დაიწყო.
ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ ძანიოლოს ფასი დაახლოებით 50-60 მილიონი ევროა.