ტურინის „იუვენტუსი“ მარცხენა მცველის პოზიციის გაძლიერებას აპირებს, რადგან ამ ეტაპზე გუნდში მხოლოდ ალექს სანდრო ჰყავს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, „ბებერმა ქალბატონმა“ თვალი „ატალანტას“ ფეხბურთელ რობინ გოსენსს დაადგა. სავარაუდო ტრანსფერის ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არაა.
გოსენსი შესანიშნავ სეზონს ატარებს და სერია A-ს 28 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.