ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ „იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ მატჩის შესახებ ისაუბრა. იტალიელს თავის დროზე ორივე გუნდი გაუწვრთნია.
„ლამაზი თამაში იქნება, რომელშიც ნებისმიერი შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს. „იუვეს“ სკუდეტო ხელში აქვს, მაგრამ „ატალანტას“ შეუძლია სატურნირო ცხრილში წინ წაწევა.
ყოველ სამ დღეში თამაში ევროთასების გარეშე „იუვესთვის“ კარგია, უეფას დაგეგმილი გრაფიკი ტურინელებს საშუალებას მისცემს ჩემპიონთა ლიგისთვის უკეთ მოემზადონ. აგვისტოში სარის მხოლოდ არჩევანის პრობლემა ექნება.
„იუვეს“ შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ „ატალანტასაც“ შეუძლია ამ ტურნირის მოგება, რადგან ძალიან საშიში გუნდია. წელს ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ფორმატით ტარდება და შესაბამისად შეიძლება სენსაციური სიურპრიზი ვიხილოთ“, – თქვა ლიპიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს „იუვენტუსი“ – „ატალანტას“ მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.