მთავარი / თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა (გვერდი 32)

თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა

ამ დღეს “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგო [VIDEO]

ტურინის “იუვენტუსისთვის” 22 მაისი განსაკუთრებული თარიღია. 24 წლის წინ “იუვემ” მეორედ და ჯერჯერობით ბოლოჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მარჩელო ლიპის გუნდმა რომში, “აიაქსი” პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის საუკეთესო კლუბი გახდა.

სრულად წაკითხვა »

უეფამ “იუვე” – “ლიონის” მატჩის ჩატარების თარიღი არ დაადასტურა

უეფამ ჟან-მიშელ ოლას გავრცელებული ინფორმაცია „იუვენტუსი“ – „ლიონის“ მატჩის გამართვის თარიღთან დაკავშირებით არ დაადასტურა. როგორც უეფა იტყობინება, ჯერჯერობით არცერთი მატჩის შესახებ არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არაა. შეგახსენებთ, რომ „ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ გუშინ თქვა, მატჩი 7 აგვისტოს გაიმართებაო. თუმცა, უეფამ ეს ცნობა არ დაადასტურა.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ლიონის” ჩატარების სავარაუდო თარიღი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის მერვედიფნალური მატჩი „იუვენტუსსა“ და „ლიონს“ შორის შესაძლოა 8 აგვისტოს გაიმართოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, უეფა აღნიშნულ თარიღზე მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს და „იუვეს“ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად ორბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება.

სრულად წაკითხვა »

ამ დღეს: ზიდანის ფანტასტიკური გოლი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში განადგურებული “აიაქსი” [VIDEO]

ზუსტად 23 წლის წინ, 1997 წლის 23 აპრილს, “იუვენტუსმა” “დელე ალპიზე” “აიაქსი” 4:1 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. მარჩელო ლიპის გუნდს მანამდე პირველი მატჩი 2:1 ჰქონდა მოგებული და ორი მატჩის ჯამში ამსტერდამული ბარიერი ძალიან ადვილად გაიარა.

სრულად წაკითხვა »

ფრანგი ექიმი: “საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელებას ხელი “იუვენტუსმა” შეუწყო”

„ლიონი“ – „იუვენტუსის“ მატჩი არ უნდა ჩატარებულიყო, რადგან მან საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელებას შეუწყო ხელი. ამის შესახებ ფრანგმა ექიმმა მარსელ გარიგუ-გრანდშამმა L’Equipe-ს განუცხადა. „ლიონი“ – „იუვენტუსი“ არ უნდა გამართულიყო. საფრანგეთის ხელისუფლებისთვის პიემონტის მხარე რისკის არეალს არ წარმოადგენდა, მაგრამ ლიონში გულშემატკივრები არამარტო პიემონტიდან, არამედ მთელი იტალიიდან ჩამოვიდნენ“, – აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

ევროთასები და სანაკრებო მატჩები ისევ გადაიდო

უეფამ წვერ 55-ვე ქვეყანასთან ვიდეოკონფერენცია გამართა და შექმნილი ვითარების შესახებ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს. მათ შორის, მთავარი ივნისში დაგეგმილი სანაკრებო მატჩებისა და ევროთასების გადადებაა. თუმცა, როდის განახლდება ევროსეზონი ან როდის გაიმართება, საქართველო – ბელარუსის შეხვედრა, უცნობია. უეფა პრიორიტეტს შიდა ჩემპიონატების დასრულებას ანიჭებს და მზადაა ევროტურენირები აგვისტოშიც ჩაატაროს.

სრულად წაკითხვა »

“ლიონის” მხარდაჭერის და სოლიდარობის ჟესტი “იუვენტუსს”

ფრანგულმა „ლიონმა“ „იუვენტუსს“ კორონავირუსით შექმნილ ვითარებაში მხარდაჭერა გამოუცხადა. მას შემდეგ, რაც მეორე ფეხბურთელი (ბლეზ მატუიდი) დაინფიცირდა, „ლიონმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. „ოლიმპიკ ლიონი“ გიგზავნით მხარდაჭერას და სოლიდარობას მათ, ვისაც გიყვართ „იუვენტუსი“ და ზოგადად იტალიელი მეგობრები. მალე შევხვდებით“, – წერია „ლიონის“ ტვიტერში. ფრანგები უპასუხოდ არც „იუვეს“ დაუტოვებია: „Merci (მადლობა ფრანგულად). მალე …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “იუვე” – “ლიონი” გადაიდო

ტურინის „იუვენტუსისა“ და ფრანგული „ლიონის“ შეხვედრა გადაიდო. ამის შესახებ უეფას ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ამ თამაშის გარდა, გადაიდო „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ დაპირისპირებაც. მიზეზი კორონავირუსია. „იუვენტუსი“ და „რეალი“ ამჟამად კარანტინში არიან და 14 დღე დარჩებიან. როდის ჩატარება ეს თამაშები უცნობია.

სრულად წაკითხვა »

რუდი გარსია: “ვერ გამიგია, რატომ უნდა ვითამაშოთ იტალიაში”

ფრანგული „ლიონის“ მწვრთნელი რუდი გარსია უკმაყოფილოა და ვერ გაუგია, რატომ უნდა ითამაშოს მისმა გუნდმა ტურინში. „შეგახსენებთ, რომ მთელი იტალია დაცული ტერიტორიაა. აღარ არის სხვაობა წითელ და არაწითელ ზონებს შორის. და, ჩვენ ორშაბათს იტალიაში უნდა წავიდეთ. უცნაური ისაა, რომ მატჩები აკრძალულია შიდა ჩემპიონატში და არა ჩემპიონთა ლიგაზე, არ ვმალავ, რომ გარკვეულწილად …

სრულად წაკითხვა »