მთავარი / სიახლეები / მემფის დეპაი: “იუვენტუსის” არ გვეშინია”

მემფის დეპაი: “იუვენტუსის” არ გვეშინია”

„ლიონის“ ფეხბურთელმა მემფის დეპაიმ „იუვენტუსთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მეტოქის არ ეშინიათ, პირიქით, დიდი ამბიციები გააჩნიათ.

„პირველ შეხვედრაში 1:0 მოვიგეთ, გუნდში დიდი სულისკვეთება დავინახე და ამან ძალიან გამახარა. „იუვენტუსს“ კარგად არ უთამაშია, ახლა თვეების შემდეგ სულ სხვა სიტუაციაა. „ბიანკონერიმ“ ჩვენთან შედარებით მეტი თამაში ჩაატარა და ამიტომ ბევრი ასპექტი სრულიად განსხვავებულია. მე მზად ვარ სათამაშოდ და „იუვესთან“ დასაპირისპიებლად.

ამ ახალი წესებიტ ფავორიტი არ არსებობს. „იუვენტუსს“ გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, ჩვენ პირიქით, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება არ აქვთ. ჩვენ ამბიციური გუნდი გვყავს და „იუვენტუსის“ არ გვეშინია“, – განაცხადა დეპაიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება. ფრანგებს პირველი თამაში 1:0 აქვთ მოგებული.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …