მთავარი / სიახლეები / სერია A / კულუსევსკი: “მინდა “იუვესთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო”

კულუსევსკი: “მინდა “იუვესთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო”

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა დეიან კულუსევსკიმ Tuttosport-თან ინტერვიუში მომავალი კლუბის შესახებ ისაუბრა. შვედს „იუვეში“ დიდი მიზნები აქვს დასახული.

„მე უკვე მეათე სკუდეტოს მოგებაზე ვარ ორიენტირებული. ეს დიდი გამოწვევა იქნება „ინტერთან“ და „ატალანტასთან“. ასევე მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება. სარი აქცენტს ბურთის ფლობაზე და დომინირებაზე აკეთებს, ფეხბურთელები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან და ეს ჩემში დიდ ინტრიგას იწვევს. შემიძლია დავეხმარო გუნდს როგორც ფლანგიდან ისე მოედნის შუა ნაწილიდან.

მე ვესაუბრე „იუვეს“ მენეჯერებს და გადავწყვიტეთ, რომ გუნდთან ახლა შეერთების ნაცვლად უმჯობესი იყო ახალ სეზონს დავლოდებოდით, რადგან ეს იქნება ინტენსიური გრძელი წელი და ახლა ცოტას დავისვენებ.

რონალდუს უკვე შევხვდი და ძალია ემოციური მომენტი იყო. როდესაც იანვარში ტურინში კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავედი, კრიშტიანუ მოვიდა კიელინისთან, ბუფონთან და ბონუჩისთან ერთად და წარმატებები მისურვეს. მასთან „იუვე“ – „პარმას“ მატჩის დაწყებამდეც ვხუმრობდი, მაგრამ არ შემიძლია თქმა რის შესახებ. გარედან რონალდუ შეიძლება ვარსკვლავი ჩანდეს, მასთან საუბრისას აღმოაჩენ, რომ ჩვეულებრივი ბიჭია“, – თქვა კულუსევსკიმ.

შეგახსენებთ, რომ შვედი ფეხბურთელი „იუვენტუსს“ დამდეგი სეზონიდან დაემატება. გასულ სეზონში მან 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …