სერია A-ს ახალი სეზონი ზუსტად თვენახევარში, 19 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ფედერაციამ მიიღო.
რაც შეეხება ბოლო, 38-ე ტურს, 2021 წლის 23 მაისს დაიგეგმა. ჯერჯერობით უცნობია სრულყოფილი კალენდარი – ვინ როდის შეხვდება ერთმანეთს. ეს მოგვიანებით გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ახალ სეზონსაც მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდება.