ფრანგული „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „იუვენტუსთან“ მატჩზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდის მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა.
„შეტევაში უკეთ თამაში მოგვიწევს გოლის გასატანად, მაგრამ კარგი საფუძველი გვაქვს, რომ ეს გავაკეთოთ. ეს იყო ჩვენი პირველი რეალური თამაში პაუზის შემდეგ და ფიზიკურად ბევრი ვიტანჯეთ, ამიტომ აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება. ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლაა“, – თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ მატჩი ტურინში 7 აგვისტოს გაიმართება.