ჩემპიონთა ლიგა 7 აგვისტოს განახლდება. უეფამ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. დარჩენილი ოთხი მერვედფინალური შეხვედრა, რომელთაგან ერთ-ერთში “იუვენტუსი” “ლიონს” უნდა შეხვდეს 7 და 8 აგვისტოს გაიმართება.
ჯერჯერობით ზუსტად ცნობილი არაა, “იუვე” შვიდ რიცხვში ითამაშებს თუ რვაში. არც ისაა ცნობილი თამაშს ტურინი უმასპინძლებს თუ ლისაბონი. ეს მოგვიანებით დადგინდება.
სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რომ 12-23 აგვისტოს მეოთხედფინალიდან ტურნირი პორტუგალიაში გაგრძელდება და გუნდები პლეი-ოფში ერთმანეთს თითოჯერ შეხვდებიან და არა ორჯერ. ფინალი “და ლუჟზე” 23 აგვისტოს ჩატარდება.
“იუვენტუსს” “ლიონთან” 0:1 აქვს წაგებული და თუ ამ ჩამორჩენას აღმოფხვრის, “რვათა ფინალში” ჩაერთვება, ლისაბონში.
📅 Your #UCL August calendar. pic.twitter.com/M7tjOXXjqo
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) June 17, 2020