მთავარი / თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა (გვერდი 10)

თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა

დანილო: “გოლის დროს შეცდომა დავუშვით, ასეთი დეტალები ქმნის განსხვავებას”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ვილიარეალთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, გაშვებული გოლის დროს უხეში შეცდომა დაუშვეს. „რა თქმა უნდა, გოლის დროს შეცდომა დავუშვით. ცუდად ვიყავით განლაგებული. ეს არის დეტალები, რომლებიც განსხვავებას ქმნიან, ამ ვითარებაში მეტი ყურადღება უნდა გვქონდეს, მაგრამ წინ მეორე თამაშია და შეგვიძლია ტურინში მომდევნო ეტაპზე …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “გოლის დროს ჩემი პოზიცია დავტოვე და ძალიან გავბრაზდი”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა „ვილიარეალთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელმა მცველმა თქვა, რომ გაშვებული გოლის დროს შეცდომა დაუშვა, რადგან თავისი პოზიცია დატოვა. „ძალიან მოწიფული მატჩი იყო გუნდთან, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. საბოლოო ჯამში 1:1 ძნელად მისაღები ანგარიშია, მაგრამ მათაც ჰქონდათ მომენტები. გაშვებული გოლის დროს პოზიციიდან გამოვედი და …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მირჩევნია მახინჯი და გამარჯვებული “იუვე”, ვიდრე ლამაზი და დამარცხებული”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვილიარეალთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ადრიენ რაბიოს შეცდომა გადამწყვეტი იყო. „ახლა, როცა სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა გაუქმებულია, მეორე მატჩი უბრალოდ უნდა მოვიგოთ. როდესაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გამოცდილი და ტექნიკური გუნდის წინააღმდეგ თამაშობ, შეუძლებელია 3:0 მოგებაზე იფიქრო. რაბიოს შეცდომა გადამწყვეტი …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩის უსწრაფესი გოლი “იუვენტუსს” არ ეყო

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ვილიარეალთან“ სტუმრად ფრედ 1:1 ითამაშა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა დიდი დანაკლისით ითამაშა და მწვრთნელმა 3-5-2 სქემა აირჩია. „ბებერი ქალბატონი“ პირველივე წუთზე დაწინაურდა. დანილოს ბრწყინვალე პასის მერე დუშან ვლაჰოვიჩმა კიდევ უფრო დიდებულად ითამაშა და ანგარიში გახსნა. მან ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩში 32-ე წამზე გაიტანა! ის გახდა „იუვეს“ …

სრულად წაკითხვა »

ემერი: “იუვენტუსი” ტურნირის ფავორიტია, მაგრამ თავიდანვე წაგებულები არ ვართ”

ესპანური „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქე ფავორიტია, მაგრამ მისი გუნდი გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს. „იუვე“ თავისი ისტორიიდან გამომდინარე პატივისცემას იმსახურებს. იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენ ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია. კიელინი იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ამოსავალი წერტილია, ის …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ვილიარეალთან”

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში სტუმრად „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე შილიო, დე ლიხტი, დანილო, კუადრადო, ალექს სანდრო, პელეგრინი, ბონუჩი ნახევარმცველები: არტური, მაკკენი, რაბიო, ლოკატელი, ზაკარია თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, მორატა, კინი, სულე შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 22 თებერვალს, თბილისის …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყოველთვის “იუვეში” დავრჩები”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ვილიარეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ესპანელმა ფორვარდმა აღნიშნა, ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ტურნირია, რომელიც ბოლომდე დახარჯვას მოითხოვს. „კარგად ვართ, ბოლო თვეში ცვლილებები მოხდა, უფრო პოზიტიურები ვართ. „ტორინოსთან“ მატჩში ჩვენთვის სეზონში ყველაზე რთული იყო, მაგრამ ვიზრდებით, ახლა ყველაფერი უნდა გავიღოთ ჩემპიონთა ლიგაზე. ვლაჰოვიჩმა და ზაკარიამ გუნდში …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ორივე გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვილიარეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს და რთულ თამაშს ელოდება. „ამ მერვედფინალს ფავორიტი არ ჰყავს, შანსი 50-50-ზეა. მეტოქე შესანიშნავ ფორმაშია, ისევე, როგორც ჩვენ. გამოცდილი გუნდია და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც მეტოქეს არანაირ უპირატესობას არ აძლევს. …

სრულად წაკითხვა »

დიბალა და რუგანი 10 დღე ვერ ითამაშებენ

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩს, რომელსაც „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, პრობლემებით ხვდება. ტურინულ გუნდს პაულო დიბალა და დანიელე რუგანი გამოაკლდნენ. ორივე ფეხბურთელს კუნთის დაზიანება აღენიშნება და როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, მათ უქმობა 10-10 დღით მოუწევთ. დიბალამ ტრავმა „ტორინოსთან“ მატჩში მიიღო, ხოლო რუგანი ამავე შეხვედრის დაწყებამდე, მოთელვისას, არადა, მას ძირითად …

სრულად წაკითხვა »

“ვილიარეალი” – “იუვეს” მატჩს გერმანელები იმსაჯებენ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩს გერმანელ მსაჯთა ბრიგადა იმსაჯებს. მთავარი არბიტრი დანიელ ზიბერტი იქნება, მას ასისტენტობას იან სიდელი და რაფაელ ფოლტინი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი სვენ იაბლონსკია. VAR-ის ოთახში ბასტიან დანკერტი და ჰარმ ოსმერსი იმუშავებენ. შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 22 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სრულად წაკითხვა »