მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “მირჩევნია მახინჯი და გამარჯვებული “იუვე”, ვიდრე ლამაზი და დამარცხებული”

ალეგრი: “მირჩევნია მახინჯი და გამარჯვებული “იუვე”, ვიდრე ლამაზი და დამარცხებული”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვილიარეალთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ადრიენ რაბიოს შეცდომა გადამწყვეტი იყო.

„ახლა, როცა სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა გაუქმებულია, მეორე მატჩი უბრალოდ უნდა მოვიგოთ. როდესაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გამოცდილი და ტექნიკური გუნდის წინააღმდეგ თამაშობ, შეუძლებელია 3:0 მოგებაზე იფიქრო. რაბიოს შეცდომა გადამწყვეტი იყო, მაგრამ მანამდე ვლაჰოვიჩზე ჯარიმა გახლდათ. ჩვენც გავჩერდით და ისინიც. თავი ცუდად დავიცავით, ექვსნი ერთის წინააღმდეგ ვიყავით, რაბიო არ გაიქცა, გავჩერდით და გაიტანეს. გოლი ისეთ მომენტში გავუშვით, როცა მეტოქეც არ ელოდა, რომ გაიტანდა.

გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრების საფრთხის ქვეშ ვიყავით.

ვლაჰოვიჩმა ალბიოლის წინააღმდეგ კარგად ითამაშა, რაც ადვილი არ არის. ის კარგი იყო, ისევე, როგორც მორატა. ასეთი სტილით უნდა გვეთამაშა, თამაშის გაშლას ვცდილობდით, რადგან ისინი ვიწრო ხაზებით თამაშობენ. თამაში ხელში გვქონდა, მაგრამ შეცდომა დავუშვით. უმჯობესია მოგებული და მახინჯი „იუვენტუსი“, ვიდრე ლამაზი და დამარცხებული.

გუნდში ძალიან ბევრი ტრავმაა. არტურს დაცვის წინ თამაში უჭირს, ზაკარიას დრო სჭირდება. დღეს ორივე კარგად შევიდა თამაშში. ახლა „ემპოლიზე“ უნდა ვიფიქროთ. მაკკენი? ის რენტგენის გადასაღებად წაიყვანეს. მხოლოდ იმედი შემიძლია ვიქონიო, რომ სერიოზული არაფერი იქნება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვილიარეალის“ საპასუხო მატჩი 16 მარტს, ტურინში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …