მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “გოლის დროს ჩემი პოზიცია დავტოვე და ძალიან გავბრაზდი”

დე ლიხტი: “გოლის დროს ჩემი პოზიცია დავტოვე და ძალიან გავბრაზდი”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა „ვილიარეალთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელმა მცველმა თქვა, რომ გაშვებული გოლის დროს შეცდომა დაუშვა, რადგან თავისი პოზიცია დატოვა.

„ძალიან მოწიფული მატჩი იყო გუნდთან, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. საბოლოო ჯამში 1:1 ძნელად მისაღები ანგარიშია, მაგრამ მათაც ჰქონდათ მომენტები.

გაშვებული გოლის დროს პოზიციიდან გამოვედი და ძალიან გავბრაზდი. ცოტა წინ წავედი, რომ დამესწრო, მათ კი გოლი გაიტანეს. მათ ნახევარმცველს ხვრელი დავუტოვე. ყოველთვის ძალიან აგრესიული ვარ ერთი-ერთზე თამაშზე, მაგრამ პოზიციური თამაში უნდა გავაუმჯობესო. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა დეტალი იწვევს განსხვავებას. კარგად ვითამაშეთ, ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ეს კარგია და ახლა სერია A-ზე უნდა ვიფიქროთ”, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვილიარეალის“ საპასუხო მატჩი 16 მარტს, ტურინში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …