მთავარი / სიახლეები / დანილო: “გოლის დროს შეცდომა დავუშვით, ასეთი დეტალები ქმნის განსხვავებას”

დანილო: “გოლის დროს შეცდომა დავუშვით, ასეთი დეტალები ქმნის განსხვავებას”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ვილიარეალთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, გაშვებული გოლის დროს უხეში შეცდომა დაუშვეს.

„რა თქმა უნდა, გოლის დროს შეცდომა დავუშვით. ცუდად ვიყავით განლაგებული. ეს არის დეტალები, რომლებიც განსხვავებას ქმნიან, ამ ვითარებაში მეტი ყურადღება უნდა გვქონდეს, მაგრამ წინ მეორე თამაშია და შეგვიძლია ტურინში მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

სამკაციანი დაცვა? დაცვაში ბევრი ფეხბურთელი გვაკლია და ვცდილობთ მჭიდროდ ვითამაშოთ. სწორად ვითამაშეთ, ზოგჯერ „ვილიარეალს“ ბურთის გათამაშების უფლება დიდხანს მივეცით, მაგრამ შეგვიძლია ტურინში მოვიგოთ. უნდა მოვუმატოთ, რაც შეიძლება მალე, რადგან ვიცით, რომ სტაბილურობა ქმნის განსხვავებას”, – თქვა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვილიარეალის“ საპასუხო მატჩი 16 მარტს, ტურინში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …