მთავარი / სიახლეები / მორატა: “შედეგი სამწუხაროა, ამ მატჩის მოგება შეგვეძლო”

მორატა: “შედეგი სამწუხაროა, ამ მატჩის მოგება შეგვეძლო”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ვილიარეალთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, შედეგი გულდასაწყვეტია, რადგან მოგება შეეძლოთ.

„ვწუხვართ, რადგან ეს იყო მატჩი, რომლის მოგებაც შეგვეძლო. ყველამ ერთად ვიბრძოლეთ, პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ და ამიტომ, ბოდიშს ვიხდით შედეგისთვის. თუმცა, ვფიქრობ, „იუვემ“ თანმიმდევრულობა და თავგანწირვა აჩვენა, კომპაქტურები ვიყავით. ეს მნიშვნელოვანია.

დიახ, საგოლე მომენტები მეც მქონდა, მაგრამ არ გამომივიდა. შემდეგი მატჩისთვის უნდა ვიმუშაოთ. ძნელია მსგავს გუნდებთან მოგება, მაგრამ ჩვენი დამარცხებაც რთულია“, – თქვა მორატამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვილიარეალის“ საპასუხო მატჩი 16 მარტს, ტურინში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …