მთავარი / სიახლეები / ვლაჰოვიჩი: “ეს მატჩი უკვე დავივიწყე, წინ ვიყურები”

ვლაჰოვიჩი: “ეს მატჩი უკვე დავივიწყე, წინ ვიყურები”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა „ვილიარეალთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ბედნიერი არ არის, რადგან გუნდს მოგება უნდოდა.

„ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა ახდენილი ოცნებაა, თუმცა ბედნიერი აშკარად არ ვარ, რადგან მოგება მინდოდა, მეც და მთელ გუნდსაც. თუმცა, მოდით, წინ ვიყუროთ. ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც გასახდელში ვთქვით, მაგრამ მეტოქეც არის მოედანზე, რომელმაც კარგად ითამაშა და უნდა შევაქოთ. პირადად მე ეს მატჩი უკვე დამავიწყდა და მხოლოდ წინ ვიყურები. ძალიან ფიზიკური მატჩი იყო, ვნახოთ, რა იქნება საპასუხო შეხვედრაში. ახლა სასწრაფოდ ენერგია უნდა აღვიდგინოთ და ჩემპიონატზე ვიფიქროთ.

გოლის აღნიშვნა? არ ვიცი, რატომ ეძებთ ყოველთვის ყველაფერში პოლემიკას, გაზეთებს არ ვკითხულობ, ფეხი მიწაზე მიდევს და ყოველდღიურად გაუმჯობესებაზე ვმუშაობ. ეს ჟესტი ჩემი ოჯახის წევრების მიმართ იყო, განსაკუთრებული არაფერი.

დელ პიეროს რეკორდი გავიმეორე? ის ლეგენდაა, ხატია. მას ვერ შევედრები და ვინმესთან შედარება არც მინდა“, – თქვა ვლაჰოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვილიარეალის“ საპასუხო მატჩი 16 მარტს, ტურინში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …