მთავარი / თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა (გვერდი 8)

თეგის არქივი: ჩემპიონთა ლიგა

დე ლიხტი: “პირველი გოლის შემდეგ მთლიანად მოვიშალეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა „ვილიარეალთან“ (0:3) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, პირველი გოლის შემდეგ გუნდი მოიშალა. „75-ე წუთამდე თანაბარი თამაში იყო. რეალური საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ მათმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა. პენალტის შემდეგ მთლიანად მოვიშალეთ. როცა 0:1-ს აგებ, მაინც შეგიძლია გატანა, პირველი გოლის შემდეგ უკეთ უნდა გვეთამაშა“, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “თავიდან რომ გვთამაშონ, იგივე თამაშს ვითამაშებდით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვილიარეალთან“ მატჩის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და ფეხბურთელებთან სასაყვედურო არაფერი აქვს. „თავიდან თამაშის საშუალება რომ მოგვცენ, ისევ ისე ვითამაშებდი, 75 წუთის განმავლობაში გუნდმა კარგად ითამაშა. მეორე ტაიმში, ისინი ძალიან უკან დაიხიეს და მხოლოდ ერთ ეპიზოდს შეეძლო …

სრულად წაკითხვა »

ზეედორფი: “ალეგრიმ შეცვლების გაკეთება ძალიან დააგვიანა”

ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ მარცხი Prime Video-ს ეთერში ვეტერანმა ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა შეაფასა და განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრიმ შეცვლების გაკეთება დააგვიანა. „ჩემპიონთა ლიგაზე მოედანზე უნდა გახვიდე და შედეგს მიაღწიო, არ უნდა ელოდო, რომ რაღაც საჩუქრად მოგივა. როცა რამდენიმე ფეხბურთელი გყავს, რომელსაც სათადარიგო სკამიდან ცვლილების შეტანა შეუძლია, მაშინ ის მეორე ტაიმის მეოცე …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “თუ შეტევაში რაღაცის შეგქმნა გინდა, ბურთი უფრო სწრაფად უნდა მოძრაობდეს”

ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ მარცხს ალესანდრო დელ პიერო გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, გუნდმა პირველ ტაიმში კარგად ითამაშა, მაგრამ თუ შეტევაში რაღაცის შექმნა გინდა, ბურთი ასე ნელი ტემპით არ უნდა მოძრაობდეს. „კარგი პირველი ტაიმი ვნახე, „იუვე“ თამაშს აკონტროლებდა, სივრცეები კარგად დახურა, რომელსაც რამდენიმე კონტრშეტევა ჰქონდა და სულ ეს იყო. თითქოს ყველაფერი კარგად …

სრულად წაკითხვა »

ტონი: “მთავარი პრობლემა ის იყო, გუნდმა პირველი გოლის შემდეგ თამაში შეწყვიტა”

ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ მარცხს Prime Video-ს ეთერში ლუკა ტონი გამოეხმაურა, რომელმაც ტურინული გრანდის წაგების მთავარი მიზეზი დაასახელა. „იუვენტუსის“ შეცდომა ის იყო, რომ პირველი გოლის შემდეგ რეაგირება ვერ მოახდინა. საკმარისი დრო გახლდათ ანგარიშის გასათანაბრებლად და დამატებით დროში გადასასვლელად. „იუვეს“ პრობლემა დღეს ის იყო, რომ პირველი ტაიმი კარგად ითამაშა, ხოლო მეორე ტაიმში …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “ალეგრიმ თამაშის წაკითხვა დააგვიანა”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მასიმილიანო ალეგრიმ თამაშის წაკითხვა დააგვიანა. „იუვეს“ მეორე ტაიმში კარში არ დაურტყამს, მხოლოდ ორი მცდელობა იყო შორიდან. თუ რაღაცას არ შექმნი, რთული იქნება მომდევნო ეტაპზე გასვლა. ბურთი ძალიან ნელა მოძრაობდა, დიბალა თამაშში მანამდე უნდა ჩართულიყო. მეორე …

სრულად წაკითხვა »

ევრა: “ასეთი “იუვეს” ნახვით იმედგაცრუებული ვარ, გუნდს მოგების სურვილი არ ჰქონდა”

ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის „იუვენტუსის“ მარცხს პატრის ევრა გამოეხმაურა. ფრანგმა ფეხბურთელმა თამაში Prime Video-ს ეთერში შეაფასა და ყოფილი კლუბის მისამართით კრიტიკა არ დაუშურებია. „თუ ოთხ აშკარა საგოლე მომენტს ვერ გამოიყენებ, ძვირად დაგიჯდება. „იუვეს“ ახლა აშკარად უჭირს და სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. „იუვეს“ ამ თამაშის მოგება არ უცდია. პირველ ტაიმში კი, მაგრამ მეორე …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო: “ეს არ არის წყევლა, პრობლემა ფეხბურთელებსა და იდენტობაშია”

ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის „იუვენტუსის“ მარცხს კლაუდიო მარკიზიო გამოეხმაურა, რომელმაც Prime Video-ს ეთერში განაცხადა, რომ გუნდს ფეხბურთელების და იდენტობის პრობლემა აქვს. „ასეთი მატჩის ბედს ყოველთვის ეპიზოდები წყვეტენ. მეორე ტაიმში „იუვეს“ ტემპი დაეცა, პენალტის მომენტში შეცდომა ყველამ დაუშვა და ასე „ვილიარეალმა“ გოლი ადვილად გაიტანა. პენალტი აშკარა იყო და მატჩის ბედი შეცვალა. ჩემპიონთა …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ისევ მერვედფინალში გავარდა

ტურინის „იუვენტუსისთვის“ ჩემპიონთა ლიგა ისევ მერვედფინალში დასრულდა, ასე მოხდა ზედიზედ მესამე სეზონში… თუმცა, მარცხიც არის და მარცხიც. ასე არც მაურიციო სარი შერცხვენილა და არც ანდრეა პირლო. მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსმა“ „ვილიარეალთან“ შინ 0:3 წააგო. ორრაუნდიან დაპირისპირებაში ტურინელებმა გოლი 33-ე წამზევე გაიტანეს, მაგრამ ჯერ პირველი თამაშის მთელი დრო და მერე მეორე მატჩის, …

სრულად წაკითხვა »

უნაი ემერი: “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატია”

ესპანური „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ისინი მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ყველაფერს ეცდებიან. „ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატებს შორის „იუვენტუსიც“ არის, იმიტომ, რომ აქვთ შესაბამისი ისტორია და აწმყო. თუმცა, ხვალ გვინდა, მომდევნო ეტაპზე გასვლა …

სრულად წაკითხვა »