მთავარი / სიახლეები / დიბალა და რუგანი 10 დღე ვერ ითამაშებენ

დიბალა და რუგანი 10 დღე ვერ ითამაშებენ

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩს, რომელსაც „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, პრობლემებით ხვდება.

ტურინულ გუნდს პაულო დიბალა და დანიელე რუგანი გამოაკლდნენ. ორივე ფეხბურთელს კუნთის დაზიანება აღენიშნება და როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, მათ უქმობა 10-10 დღით მოუწევთ.

დიბალამ ტრავმა „ტორინოსთან“ მატჩში მიიღო, ხოლო რუგანი ამავე შეხვედრის დაწყებამდე, მოთელვისას, არადა, მას ძირითად შემადგენლობაში უნდა ეთამაშა, რის გამოც საბოლოოდ დაცვის ცენტრში მარცხენა მცველმა ალექს სანდრომ ითამაშა.

დიბალას და რუგანის გარდა, „ვილიარეალთან“ „იუვეს“ ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, ფედერიკო ბერნარდესკი, ფედერიკო კიეზა და ლუკა პელეგრინი დააკლდებიან. აღსანიშნავია, რომ ტურინელთა რიგებში ჯანმრთელი მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველია – მატიას დე ლიხტი. ამიტომაც, მასიმილიანო ალეგრი სავარაუდოდ მას ცენტრში ამჯერად მარჯვენა მცველ დანილოს შეუწყვილებს.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 22 თებერვალს, ესპანეთში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …