ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელ სპეციალისტს თამაშის ხარისხი არ მოეწონა, მაგრამ შედეგის მნიშვნელობასაც ხაზი გაუსვა.
„ტექნიკურად და ტაქტიკურად ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგალითად პირველ ხაზზე ბურთის განაწილების დროს. ცუდ ფორმაში ვიყავით, აგრესია გვაკლდა დაკარგული ბურთების დაბრუნების დროს და კონტრშეტევებზე. მაგრამ, კარგი იყო გუნდის ხასიათი. გუნდს მოგება უნდოდა და ყველა ფასად მიაღწია, დუგლასისა და იგუაინის შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ. შედეგი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ორი ტურით ადრე მოვახერხეთ კვალიფიცირება და ეს ადვილი არაა, ახლა კი, პირველი ადგილზე გასვლა უნდა მოვახერხოთ.
შევცვალე რონალდუ, რადგან ვხედავდი, რომ ნერვიულობდა, არ იყო მზად. ეს იყო სიფრთხილის ცვლილება, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ფეხზე პრობლემა და არ მინდოდა ტრავმა მიეღო. დუგლას კოშტა? ძალებს იღდგენს, მაგრამ ჯერ კიდევ არაა ისეთ ფორმაში, როგორც ტრავმამდე. არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა, თუმცა მომატება კიდევ შეუძლია“, – განაცხადა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ 10 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია, ხოლო მომდევნო მატჩს 10 ნოემბერს, ტურინში „მილანთან“ გამართავს.