მთავარი / სიახლეები / დუგლას კოშტა: “ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გოლი იყო”

დუგლას კოშტა: “ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გოლი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დუგლას კოშტამ, რომელმაც მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ულამაზესი და რაც მთავარია, გამარჯვების გოლი გაიტანა. ნამატჩევს ბრაზილიელმა ისაუბრა და თქვა, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გოლი იყო.

„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გოლი მას შემდეგ, რაც „იუვეში“ ვარ. ბედნიერი ვარ, რომ თამაშში ჩავერთე და ჩემი თანაგუნდელების დახმარება შევძელი. დღეს ციოდა და ესარ დაგვეხმარა, მაგრამ ყველამ გუნდურად ვითამაშეთ და საბოლოოდ მოვახერხეთ სახლში სამი ქულის წაღება“, – აღნიშნა დუგლას კოშტამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ 10 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია, ხოლო მომდევნო მატჩს 10 ნოემბერს, ტურინში „მილანთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …