ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მოსკოვის „ლოკომოტივი“ 2:1 დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩის შემდეგ ლეონარდო ბონუჩიმ კომენტარი გააკეთა:
„სეზონის პირველი მიზნის შესრულებით უნდა დავტკბეთ, მაგრამ ასევე უნდა ვიფიქროთ კვირას მნიშვნელოვან მატჩზე. ჩემს მიერ კარის ხაზიდან გამოტანილი ბურთი? ეს ერთი ქულის აღების საშუალებას მოგვცემდა, ხოლო დუგლას კოშტას გოლმა სამი ქულა მოგვიტანა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ცდილობს მოერგოს მწვრთნელის ახალ იდეებს და შემდეგ ვიცით, როგორ მოვახერხოთ სწორ მომენტში თამაშის მოგება“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ 10 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია, ხოლო მომდევნო მატჩს 10 ნოემბერს, ტურინში „მილანთან“ გამართავს.