მთავარი / სიახლეები / დუგლას კოშტას შედევრი და “იუვე” მერვედფინალშია

დუგლას კოშტას შედევრი და “იუვე” მერვედფინალშია

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა. მაურიციო სარის გუნდმა მეოთხე ტურში მოსკოვში, „ლოკომოტივს“ აჯობა და ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

თუმცა, თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა და როგორც უკვე მიმდინარე სეზონმა დაგვაჩვია, ნერვიულობის ფონზე მოპოვებული გამარჯვება გამოდგა. ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. კრიშტიანუ რონალდუს ჯარიმის შემდეგ გილერმემ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და კარის ხაზიდან აარონ რემზიმ გაიტანა.

მასპინძლებმა სწრაფადვე გაათანაბრეს. ალექსეი მირანჩუკმა როგორც ტურინში, ახლაც შეძლო ვოიცეხ შჩესნის კარის აღება. შემდეგ თამაში დუნე ტემში გაგრძელდა და გუნდებს თითო-ოროლა სახიფათო მომენტი ჰქონდათ. იგუაინს და რონალდუს გილერმემ აჯობა, ხოლო ლეონარდო ბონუჩიმ ჟოაო მარიოს დარტყმა კარის ხაზიდან გამოიტანა.

მსაჯის მე-3 კომპენსირებულ წუთზე კი დუგლას კოშტამ გაიბრწყინა. ბრაზილიელმა სოლორეიდით დიდებულად ითამაშა და იგუაინმაც დროული პასი მისცა. შედეგად, ბრაზილილი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

თუმცა, ეს არ იყო ჩვეულებრივი გამარჯვება, რადგან „იუვენტუსს“ ამ გოლმა ორი ტურით ადრე მოუტანა პლეი-ოფის საგზური. აღსანიშნავია, რომ 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „ბებერმა სინიორამ“ მერვედფინალის საზგური ასე ნაადრევად გაინაღდა.

„ლოკომოტივი“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:1)

მოსკოვი, RZD არენა

„ლოკომოტივი“ (4-4-2): გილერმე; იგნატიევი, ჰიოვედესი, ჩორლუკა, რიბუსი; ჟემალეტდინოვი (მურილო 81), კრიხოვიაკი, ბარინოვი, ჟოაო მარიო (კოლომეიცევი 85); ალ. მირანჩუკი, ედერი

მწვრთნელი: იური სიომინი

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო; ხედირა (დუგლას კოშტა 70), პიანიჩი, რაბიო; რემზი (ბენტანკური 64); რონალდუ (დიბალა 81), იგუაინი

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 რემზი (4), 1:1 ალ. მირანჩუკი (12), 1:2 დუგლას კოშტა (90)

გაფრთხილება: რიბუსი (83) – ბონუჩი (39), დუგლას კოშტა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 15 (9) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …