ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. უელსელი ფეხბურთელის განცხადებით, რონალდუს დარტყმის შემდგე ინსტიქტურად იმოქმედა.
„გამარჯვება და კვალიფიცირება ჩვენი მიზანი იყო. კიდევ უნდა ვიმუშაოთ, რომ ტოპ კონდიციებში შევიდეთ, მაგრამ კმაყოფილები ვართ, რომ მერვედფინალის საგზური გარანტირებული გვაქვს. ახლა კი შემდეგ თამაშზე ვფიქრობთ. „ლოკომოტივთან“ რთული მატჩი იყო, მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ვფიქრობ დამსახურებულად მოვიგეთ.
გოლი? მინდა რონალდუს ბოდიში მოვუხადო, ინსტიქტურად ვიმოქმედე და დავარტყი, მისთვის გოლის წართმევა არ მიფიქრია“, – განაცხადა რემზიმ.