ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვოიცეხ შჩესნი იახლა. პოლონელმა მეკარემ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.
ბუფონი, როგორ მეორე მეკარე
ჯიჯისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ყველამ ვიცით, რომ შესანიშნავი მეკარე და დიდებული ადამიანია. მასთანან ერთად კიდევ ერთი წლის გატარება სასიხარულოა და როდესაც ითამაშა, თავი კარგად წარმოაჩინა, დაამტკიცა, რომ ფორმაშია. 1997 წელს ნაკრებში დებიუტი აქ ჰქონდა? მაშინ ფეხბურთში არ ვიყავი და ჯერ კიდევ ჩოგბურთს ვთამაშობდი.
მეგობარი კრიხოვიაკი
ჩვენ ერთმანეთი 2004 წელს გავიცანით და სასიამოვნო იქნება მასთან კიდევ ერთხელ შეხვედრა. 14 წლის ასაკში ასაკობრივ ნაკრებებში ძალიან ცუდ მოედნებზე დავიწყეთ თამაში, ახლა კი ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მნიშვნელოვანი ისტორიაა. მოუთმენლად ველოდები, რომ ხვალ დავამარცხებ.
გოლის არგაშვების მნიშვნელობა
მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგ ეს ყველაფერი სერია ხდება. ჩვენ ხანგრძლივი სერია გვქონდა, როდესაც კარს მშრალად ვერ ვინახავდით, მაგრამ ბოლო მნიშვნელოვან მატჩში გოლი არ გავუშვით და ახლაც ვისურვებდი, რომ ეს გავაკეთოთ.
ყველაზე ძლიერი მეკარეები ამ ეტაპზე
რთულია, რადგან ასეთი ბევრია. ვიტყოდი, რომ ალისონი, ტერ შტეგენი და ობლაკი. არასდროს ვიტყვი, რომ მე ჩემპიონი ვარ, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ნაწილი ვარ და თავს ძლიერად მივიჩნევ, მაგრამ არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი.
შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივი“ – „იუვენტუსის“ მატჩი 6 ნოემბერს, თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება.