მთავარი / თეგის არქივი: ანდრეა პირლო (გვერდი 19)

თეგის არქივი: ანდრეა პირლო

პირლო “იუვეს” სამწვრთნელო შტაბში ნესტას იწვევს

ანდრეა პირლო „იუვენტუსის“ სამწვრთნელო შტაბში ალესანდრო ნესტას იწვევს. იტალიური მედიის ცნობით, პირლო თავის მეგობარს ტელეფონით უკვე ესაუბრა. ნესტას პასუხი უცნობია, ის ახლა „ფროზინონეს“ მთავარი მწვრთნელია, რომელმაც სერია B-ს პლეი-ოფში „სპეციასთან“ წააგო და სერია A-ში ვერ გადავიდა. ნესტა და პირლო დიდი ხნის მეგობრები არიან. ანდრეას სამწვრთნელო შტაბში უკვე გადაწყვეტილია, რომ ხორვატი …

სრულად წაკითხვა »

პირლო და ბუფონი ვიდალს “იუვეში” აბრუნებენ?

არტურო ვიდალის „იუვენტუსში“ დაბრუნებაზე ხმები დაირხა. ჩილელი ფეხბურთელი რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის და „ბარსელონას“ დატოვებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანდრეა პირლომ და ჯანლუიჯი ბუფონმა ვიდალს დაურეკეს და ტურინში დაბრუნებაზე ესაუბრნენ. ორივე არტუროს ძალიან კარგად იცნობს, რადგან თანაგუნდელები იყვნენ. თუმცა, ჩილურმა მედიამ ეს ცნობა უარყო. ისინი ირწმუნებიან, რომ პირლოსა და ბუფონს …

სრულად წაკითხვა »

პირლოს თავდასხმაში ჯეკოს დამატება უნდა

„რომას“ თავდამსხმელის ედინ ჯეკოს „იუვენტუსში“ გადასვლის შანსი საკმაოდ დიდია. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ თავდამსხმელის ძებნაში ბოსნიელი ანდრეა პირლოს პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ჯეკო „რომას“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, მზადაა განიხილოს მის შესახებ მისაღები წინადადება. შესაძლო ტრანსფერი ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 2019-2020 წლების სეზონში ედინმა 43 მატჩში …

სრულად წაკითხვა »

პირლო რონალდუს ტელეფონით უახლოეს გეგმებზე ესაუბრა

ანდრეა პირლო „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ დაინიშნა, მაგრამ მკაფიო იდეები აქვს. კლუბს შეკრება ჯერ არ დაუწყია, ერთ კვირაში დაიწყებს, მანამდე ფეხბურთელები ჩვებულებაში არიან. ამიტომაც, პირლოს კრიშტიანუ რონალდუსთვის რამდენჯერმე ტელეფონის მეშვეობით დაურეკავს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ანდრეა რონალდუს გუნდის უახლოეს გეგმებზე ესაუბრა და მათ შორის, თავდამსხმელის ტრანსფერზე, რომელიც პორტუგალიელს …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “დიბალას პოგბაში არ გავცვლიდი”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ Tuttosport-თან ინტერვიუში ანდრეა პირლოს „იუვენტუსში“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე და პაულო დიბალა-პოლ პოგბას შესაძლო გაცვლაზე ისაუბრა. – რამდენ ხანს შეუძლია კრიშტიანუ რონალდუს ამ დონეზე თამაში გააგრძელოს? – ის გადამწყვეტია, რადგან ძალიან ბევრი გოლი გააქვს. ასაკის მატებასთან ერთად ფეხბურთელები უკან იხევენ, რაც ნორმალურია. მას ჯერ სპრინტში არაფერი …

სრულად წაკითხვა »

პოგბას ტრანსფერის დამატებითი ფაქტორი – ანდრეა პირლო

პოლ პოგბამ „იუვენტუსი“ 4 წლის წინ დატოვა, მაგრამ ამ პერიოდში ბევრჯერ იყო საუბარი ფრანგის ტურინში დაბრუნებაზე. ეს უფრო მეტად ფინანსური საკითხია იყო, რომელიც პრობლემას ქმნიდა, რომ პოგბას ისევ მოერგო შავ-თეთრი მაისური. თუმცა, დღეს კიდევ ერთი მიზეზი არსებობს – ანდრეა პირლო. პოგბას ყოფილი თანაგუნდელი, რომელიც სიამოვნებით იხილვდა მას საკუთარ გუნდში. ბოლო …

სრულად წაკითხვა »

პირლო 3-მცველიან ტაქტიკაზე ფიქრობს

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა ახალი სეზონიდან 3-მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდეს. იტალიური მედიის ცნობით, ანდრეა პირლო ამ ტაქტიკურ სქემას განიხილავს. პირლოს აზრით, დანილო და ალექს სანდროს კარგად შეუძლიათ ფლანგებზე, როგორც დაცვითი, ისე შემტევი ფუნქციების შესრულება, ხოლო დაცვაში მატიას დე ლიხტსა და მერიჰ დემირალს უფრო მეტი დრო დაეთმობათ ერთად. 3-მცველში შუა პოზიცია ლეონარდო ბონუჩის …

სრულად წაკითხვა »

პირლომ იგუაინზე და ხედირაზე უარი საბოლოოდ თქვა

ანდრეა პირლომ „იუვენტუსში“ მუშაობა შემადგენლობის გაწმენდით დაიწყო. ბლეზ მატუიდი უკვე ოფიციალურად გადავიდა „ინტერ მაიამიში“, მაგრამ ფრანგი ერთადერთ არაა, ვისაც „იუვე“ ემშვიდობება. მომდევნო ნაბიჯი სამი ხედირასა და გონსალო იგუაინის გაყიდვა იქნება. პირლომ უკვე აცნობა ხელმძღვანელობას, რომ მის შემადგენლობაში ისინი არცერთ ვარიანტში არ შევლენ. შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა გერმანელისა და არგენტინელისთვის შესაფერისი წინადადების …

სრულად წაკითხვა »

მოჯი: “სარიმ 5 დღით ადრე მაინც იცოდა, რომ გათავისუფლებული იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ კლუბში განხორციელებულ ცვლილებებზე იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მოჯის აზრით, სარიმ გაცილებით ადრე იცოდა გათავისუფლების შესახებ, ვიდრე ეს ოფიციალურად გამოაცხადეს. „პირლო რისკია? ეს არ არის კრიტიკა ან შეურაცხყოფა, ეს არის დასაწყისი და სჭირდება კომპანია, რომელიც მას მხარს დაუჭერს. ახლა ხელმძღვანელობას ევალება დაასრულოს ტექნიკური პროექტი, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მორატას ტრანსფერში ბერნარდესკის ჩართვაზე ფიქრობს

ტურინის „იუვენტუსი“ გონსალო იგუაინის შემცვლელს ეძებს და იტალიური მედიის ცნობით, ანდრეა პირლოს სიაში მისი ყოფილი თანაგუნდელი ალვარო მორატა მოხვდა. მადრიდის „ატლეტიკოც“ არაა წინააღმდეგი ესპანელი გაყიდოს თუ სასურველ თანხას მიიღებს, რაც 60 მილიონ ევროს შეადგენს. ტურინელები კი ფასის შემცირების მიზნით გარიგებაში ფედერიკო ბერნარდესკის ჩართვას არ გამორიცხავენ, რომელიც მადრიდელთა მთავარ მწვრთნელ დიეგო …

სრულად წაკითხვა »