„რომას“ თავდამსხმელის ედინ ჯეკოს „იუვენტუსში“ გადასვლის შანსი საკმაოდ დიდია. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ თავდამსხმელის ძებნაში ბოსნიელი ანდრეა პირლოს პრიორიტეტია.
მიუხედავად იმისა, რომ ჯეკო „რომას“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, მზადაა განიხილოს მის შესახებ მისაღები წინადადება. შესაძლო ტრანსფერი ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
2019-2020 წლების სეზონში ედინმა 43 მატჩში 19 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის შესრულება მოახერხა