ტურინის „იუვენტუსი“ როგორც გასულ ზაფხულს, ახლაც იგივე გეგმით იმოქმედებს სატრანსფერო ბაზარზე. ჯერ უნდა გაყიდოს ფეხბურთელები, რომ შემდეგ შეიძინოს, არაფერი შეცვლილა.
გუნდიდან წამსვლელთა შორისაა დუგლას კოშტა, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „დორტმუნდს“ უკავშირებენ. თუმცა, სიაში მხოლოდ ბრაზილიელი არაა და გაცილებით დიდია: სამი ხედირა, გონსალო იგუაინი, ფედერიკო ბერნარდესკი, დანიელე რუგანი და მატია დე შილიო. არაა გამორიცხული ალექს სანდროს გაყიდვაც.
იტალიური მედიის ცნობით კი, სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ლონდონში იმყოფება, სადაც განსაკუთრებით კოშტასა და სანდროს შემთხვევაში საინტერესო წინადადებების მოზიდვას ცდილობს.