ბრიტანული მედიის ცნობით, „იუვენტუსმა“ და „არსენალმა“ შესაძლოა ფეხბურთელები დაცვალონ. საუბარია დანიელე რუგანისა და ჰექტორ ბელერინის ბარტერზე.
რუგანი „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა და გუნდიდან მისი წასვლა ძალიან რეალურია. რაც შეეხება ბელერინს, ის დანიელე ერთი წლით უმცროსია (25 წლის) და მარჯვენა მცველია.
საუბარია სუფთა გაცვლაზე, რომლის ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს. ორივე გუნდი ასე აფასებს ფეხბურთელებს.
ბელერინს „არსენალში“ დებიუტი 2014 წელს ჰქონდა და ლონდონელთა რიგებში 204 თამაში აქვს ჩატარებული, გოლი კი რვაჯერ გაიტანა. „არსენალის“ გარდა ესპანელ მცველს მხოლოდ „უოტფორდის“ ღირსება დაუცავს. დანიელე რუგანიმ “იუვენტუსში” 2015 წლიდან 101 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.