ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ანტონიო კონტემ ტაქტიკა შეცვალა და 3 მცველით დაიწყო თამაში. ეს 2011-2012 წლების სეზონის მიმდინარეობისას მოხდა.
ბარძალიმ კი ლეონარდო ბონუჩისთან და ჯორჯო კიელინისთან ერთად შესანიშნავი ტრიო შექმნა, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. თუმცა, ანდრეას პირველი ნაბიჯები ძალიან ცუდად ახსენდება.
„თუ მახსოვს პირველად 3-კაციანი დაცვით თამაში რომ ვცადეთ? დავივწყე, დავივიწყე, ეს ტრაგედია იყო. თუნდაც იმიტომ, რომ მეც, ბონუჩიც და კიელინიც მხოლოდ 4-მცველიან ტაქტიკაში თამაშს ვიყავით შეჩვეული. ყველა ცენტრალური მცველები ვიყავით. საბოლოოდ ლეო ჩვენს შორის ცენტრში დარჩა და მისთვის ცოტა რამ შეიცვალა, მაგრამ მე და ჯორჯო ამ პოზიციისთვის წლების განმავლობაში ვიცვლებოდით.
კონტეს დროს 3 მცველით თამაშის პირველი შემთხვევა ძალიან უცნაური იყო,სრული ქაოსი გახლდათ. ამ შემთხვევაში თამაშისთვის ფიზიკურად ძლიერი და ათლეტური უნდა იყო, სპეციალური თვისებები გჭირდება. ალეგრისთან დატვირთვები უფრო ნაკლები იყო, ვიდრე კონტესთან.
ჩვენ მცირე პრობლემა გვქონდა დანი ალვეშთან, რადგან ყოველთვის მუსიკას უსმენდა გასახდელში და ამას მიჩვეული იყო „ბარსელონაში“. მისი თქმით, ეს ხშირად ხდებოდა. დანის ვეუბნებოდით, რომ კონცენტრაციის შენარჩუნება გვსურდა, ამიტომაც, შემდეგ მუსიკას ყურსასმენებში უსმენდა და მარტო ცეკვავდა. ამის მიუხედავად, რამდენიმე წუთში მოედანზე გავიდოდა და ერთ-ერთი ყველაზე კონცენტრირებული იყო. ის ძალიან ორიენტირებული ადამიანი იყო მოედანზე, ალბათ უმჯობესია იცხოვრო მისი სტილით, ვიდრე დაძაბულობით. დანი არაფერზე ნერვიულობდა“, – თქვა ბარძალიმ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა ბარძალი „იუვენტუსში“ 2011-2019 წლებში თამაშობდა და 281 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.