მთავარი / თეგის არქივი: ანდრეა პირლო (გვერდი 21)

თეგის არქივი: ანდრეა პირლო

კონტე პირლოს “იუვეში” დანიშვნას გამოეხმაურა

ანტონიო კონტე ანდრეა პირლოს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გამოეხმაურა. პირლომ აქამდე არაერთხელ აღნიშნა, რომ მწვრთნელობა კონტესთან მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა. მათი დაპირისპირება მომდევნო სეზონში საინტერესო იქნება, ერთი „იუვეშია“, მეორე – „ინტერში“. „ბედნიერი ვარ ანდრეას გამო. გარდა იმისა, რომ რაც მან საფეხბურთო დონეზე მომცა, ის არის ადამიანი, რომელთანაც დიდი სიყვარული მაკავშირებს. ამასთან, …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლო: “ბედნიერი და ამაყი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ახალ როლში პირველი კომენტარი გააკეთა. „ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამდენი პატივისცემა და ნდობა მივიღე „იუვენტუსისგან“. მზად ვარ ამ ფანტასტიკური შესაძლებლობისთვის“, – წერს ანდრეა. შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლომ გუშინ „იუვენტუსთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა. …

სრულად წაკითხვა »

პირლოს “იუვეში” ტონალი და ძანიოლო სურს

„იუვენტუსში“ ანდრეა პირლოს დანიშვნით სატრანსფერო გეგმებიც შეიცვალა. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, პრინციპული სამიზნეები ნიკოლო ძანიოლო და სანდრო ტონალი იქნებიან. აქცენტი ახალგაზრდა ფებურთელებზე გაკეთდება, ხოლო ძანიოლოსა და ტონალის შეძენა პრიორიტეტულია. ტონალის ალტერნატივად მანუელ ლოკატელი სახელდება. ამ ეტაპზე სხვა კონკრეტული ცნობა ამის შესახებ არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ პირლომ „იუვენტუსი“ გუშინ ჩაიბარა.

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “პირლო კარგი მწვრთნელი იქნება, ოღონდ სარის შეცდომა არ უნდა დაუშვას”

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ანდრეა პირლოს „იუვენტუსში“ დანიშვნაზე ისაუბრა. მისი აზრით, პირლოს ძალიან კარგად შეუძლია მწვრთნელობა, მაგრამ სარის შეცდომები არ უნდა დაუშვას. „ამასწინათ პირლოს ვესაუბრე და მან მითხრა როგორ უყურებს ფეხბურთს მწვრთნელის რანგში. ძალიან მოწინავე საფეხბურთო იდეები აქვს, თუმცა ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ დაუშვას შეცდომა, რაც სარიმ დაუშვა. …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “პირლოს ყველა უნარი აქვს, რომ ზიდანზე უკეთესი მწვრთნელი იყოს”

„იუვენტუსის“ ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო მისი მეგობრის, ანდრეა პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გამოეხმაურა და კმაყოფილი ჩანდა. „მოულოდნელი იყო, ამაზე 1 ევროსაც კი არ დავდებდი. ეს ჩემთვისაც სიურპრიზი გახლდათ. უკვე ბედნიერი ვიყავი, რომ 23-წლამდე გუნდში იმუშავებდა და მისთვის სწორი გზა იყო, მაგრამ აქ უფრო შორს წავედით და მინდა წარმატებები ვუსურვო. ზოგადად …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “ახლა მისტერი უნდა დაგიძახო?”

ჯანლუიჯი ბუფონი ანდრეა პირლოს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გამოეხმაურა. „ანუ, ახლა მისტერი უნდა დაგიძახო? წარმატებები ამ ახალ გამოწვევაში ანდრეა“, – დაწერა ჯიჯიმ სოციალურ ქსელში. ბუფონი პირლოზე ერთი წლით უფროსა და ის ახალ სეზონში მისი ფეხბურთელი იქნება. ისინი წლების განმავლობაში „იუვენტუსსა“ და იტალიის ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ.   Quindi ora devo chiamarti …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “სარი “ლიონამდე” შევაფასეთ, პირლო სიდიადისთვის განწირულია”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ მაურიციო სარის გათავისუფლებისა და ანდრეა პირლოს დანიშვნის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სარის თაობაზე გადაწყვეტილება „ლიონთან“ მატჩამდე მიიღეს, ხოლო პირლო იმიტომ დანიშნეს, რომ იუვენტუსთან მჭიდრო და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მასში დიდ მომავალს ხედავენ. „ჩვენი შეფასებები სეზონის შედეგია და არა ერთი მატჩის შედეგი, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: ანდრეა პირლო “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელია

ტურინის “იუვენტუსი” ანდრეა პირლომ ჩაიბარა. “იუვეს” ვებგვერდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ანდრეა პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი 2022 წლის ზაფხულამდე იქნება. შეგახსენებთ, რომ იუვემ ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში “ლიონის” ბარიერი ვერ გადალახა და ამიტომაც სარი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დღეს გაათავისუფლეს. პირლო ერთი კვირის წინ 23-წლამდე გუნდის მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ სარის გათავისუფლებამ ტურინელთა …

სრულად წაკითხვა »

პირლო: “ბედნიერი ვარ ოჯახში დაბრუნებით”

ტურინის „იუვენტუსმა“ ანდრეა პირლო 23-წლამდე გუნდის მწვრთნელად წარადგინა და იტალიელმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. პირლოს განცხადებით, ბედნიერია ტურინში დაბრუნებით და ფიქრობს, რომ სწორი გზა აირჩია. „მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტს, ფაბიოს (პარატიჩი), ფედერიკოს (კერუბინი) ამ შესანიშნავი შანსისთვის, რაც მომცეს, „იუვენტუსის“ დიდ ოჯახში. იმედია იგივე გზას გავივლი, რაც ფეხბურთელობისას. ამბიციები იგივეა, დაბრუნებით ძალიან …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: პირლო “იუვენტუსში” დაბრუნდა

ანდრეა პირლო „იუვენტუსში“ დაბრუნდა და ამიერიდან 23-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. ინფორმაცია „ბებერი სინიორას“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. პირლო ტურინულ გრანდს 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ეს მისი პირველი სამწვრთნელო გამოცდილება იქნება. შეგახსენებთ, რომ ანდრეა „იუვენტუსში“ 2011-2015 წლებში თამაშობდა და გუნდის გამორჩეული ფიგურა იყო.

სრულად წაკითხვა »