ანტონიო კონტე ანდრეა პირლოს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გამოეხმაურა. პირლომ აქამდე არაერთხელ აღნიშნა, რომ მწვრთნელობა კონტესთან მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა.
მათი დაპირისპირება მომდევნო სეზონში საინტერესო იქნება, ერთი „იუვეშია“, მეორე – „ინტერში“.
„ბედნიერი ვარ ანდრეას გამო. გარდა იმისა, რომ რაც მან საფეხბურთო დონეზე მომცა, ის არის ადამიანი, რომელთანაც დიდი სიყვარული მაკავშირებს. ამასთან, თუ ვფიქრობ, რომ ის ფეხბურთელები, რომლებსაც ადრე ვავარჯიშებდი ჩემი კოლეგები ხდებიან… ეს ნიშნავს, რომ მე ვბერდები“, – თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ კონტე ანდრეას მწვრთნელი „იუვენტუსში“ 2011-2014 წლებში იყო, გარდა ამისა, მცირე პერიოდით იტალიის ნაკრებშიც წვრთნიდა.