ანდრეა პირლო „იუვენტუსში“ დაბრუნდა და ამიერიდან 23-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. ინფორმაცია „ბებერი სინიორას“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
პირლო ტურინულ გრანდს 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ეს მისი პირველი სამწვრთნელო გამოცდილება იქნება.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა „იუვენტუსში“ 2011-2015 წლებში თამაშობდა და გუნდის გამორჩეული ფიგურა იყო.