ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ანდრეა პირლოს „იუვენტუსში“ დანიშვნაზე ისაუბრა. მისი აზრით, პირლოს ძალიან კარგად შეუძლია მწვრთნელობა, მაგრამ სარის შეცდომები არ უნდა დაუშვას.
„ამასწინათ პირლოს ვესაუბრე და მან მითხრა როგორ უყურებს ფეხბურთს მწვრთნელის რანგში. ძალიან მოწინავე საფეხბურთო იდეები აქვს, თუმცა ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ დაუშვას შეცდომა, რაც სარიმ დაუშვა. ანუ, მხოლოდ საკუთარ იდეებზე არ იფიქროს. ის ნახევარმცველი იყო, უყურებდა და ყველაფერს სწავლობდა მოედანზე. ძალიან მნიშვნელოვანი მწვრთნელები ჰყავდა, შესაბამისად არაფერი აკლია კარგად მუშაობისთვის“, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლომ „იუვენტუსთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.