„იუვენტუსში“ ანდრეა პირლოს დანიშვნით სატრანსფერო გეგმებიც შეიცვალა. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, პრინციპული სამიზნეები ნიკოლო ძანიოლო და სანდრო ტონალი იქნებიან.
აქცენტი ახალგაზრდა ფებურთელებზე გაკეთდება, ხოლო ძანიოლოსა და ტონალის შეძენა პრიორიტეტულია. ტონალის ალტერნატივად მანუელ ლოკატელი სახელდება.
ამ ეტაპზე სხვა კონკრეტული ცნობა ამის შესახებ არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ პირლომ „იუვენტუსი“ გუშინ ჩაიბარა.