„იუვენტუსის“ ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო მისი მეგობრის, ანდრეა პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გამოეხმაურა და კმაყოფილი ჩანდა.
„მოულოდნელი იყო, ამაზე 1 ევროსაც კი არ დავდებდი. ეს ჩემთვისაც სიურპრიზი გახლდათ. უკვე ბედნიერი ვიყავი, რომ 23-წლამდე გუნდში იმუშავებდა და მისთვის სწორი გზა იყო, მაგრამ აქ უფრო შორს წავედით და მინდა წარმატებები ვუსურვო.
ზოგადად ყოფილი ფეხბურთელები, რომლებიც მწვრთნელები ხდებიან, იცვლებიან. ადრე საჭირო იყო გრძელი გზის გავლა, ბოლო წლებში ვნახეთ ფილიპო და სიმონე ინძაგები, შემდეგ გატუზო… დიდი ჩემპიონები, რომლებმაც კარიერა კარგ გუნდებში თავიდანვე დაიწყეს.
ანდრეას შედარება ზიდანთან? არ არის სწორი ამის გაკეთება, ზიზუს ჰქონდა B გუნდში მუშაობის გამოცდილება და ანჩელოტის ასისტენტიც იყო. თუმცა პირლოს აქვს ყველა უნარი, რომ უფრო დიდი საქმეები გააკეთოს, ვიდრე ზიდანმა. იცნობს გარემოს, ფეხბურთელებს, ხელმძღვანელობას და ვფიქრობ, რომ ღიად ისაუბრეს“, – აღნიშნა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლომ „იუვენტუსთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.