ტურინის „იუვენტუსმა“ ანდრეა პირლო 23-წლამდე გუნდის მწვრთნელად წარადგინა და იტალიელმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. პირლოს განცხადებით, ბედნიერია ტურინში დაბრუნებით და ფიქრობს, რომ სწორი გზა აირჩია.
„მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტს, ფაბიოს (პარატიჩი), ფედერიკოს (კერუბინი) ამ შესანიშნავი შანსისთვის, რაც მომცეს, „იუვენტუსის“ დიდ ოჯახში. იმედია იგივე გზას გავივლი, რაც ფეხბურთელობისას. ამბიციები იგივეა, დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ.
ამ საქმეში 100%-ს გავიღებ, ბევრი მწვრთნელი მყავდა, ყველამ რაღაც მასწავლა: ანჩელოტიმ, ლიპიმ, კონტემ და ალეგრიმ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველამ თავისი გზა უნდა შექმნას.
ჩემმა გუნდმა კარგად უნდა ითამაშოს, ყოველთვის მოსაგებად. ფეხბურთელობისას ბევრი რამ მძულდა და არ მინდა იგივე მწვრთნელობისას ვნახო.
23-წლამდე გუნდის თამაშებს ვუყურებდი, მათ პროგრესი აქვთ, რადგან პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ და შესაბამისად, სარისთან ერთად მოუმატეს.
თუ ვფიქრობდი მწვრთნელობის გარდა სტრუქტურაში მუშაობას? არა, მე მომწონს მოედანზე ვიყო შემოქმედი, მაქვს ოცნებები, რომელთაც მივაღწიო, ოღონდ არა გარედან.
გვარდიოლა და ზიდანი? ყველას სურს იგივე გაიმეორეს, მაგრამ საჭიროა, რომ ეს დაიმსახურო. მქონდა წინადადებები სერია A-ს და პრემიერლიგის სხვა გუნდებიდან, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს გზა სწორია ჩემი სამწვრთნელო კარიერის დასაწყებად“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო „იუვენტუსში“ 2011-2015 წლებში თამაშობდა.