მთავარი / სიახლეები / სერია A / დელ პიერომ პირობა შეასრულა და კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა

დელ პიერომ პირობა შეასრულა და კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა

ალესანდრო დელ პიერომ „სასუოლოს“ თავდამსხმელი ფრანჩესკო კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა. კაპუტოს ბავშვობის კუმირი დელ პიეროა, მაგრამ მას ამ დრომდე პირადად არ იცნობს.

სეზონის წინ დელ პიერომ კაპუტოს პირობა მისცა, რომ თუ სეზონში 20 გოლის გაიტანდა, მას დაპატიჟებდა და ოცნებას აუხდენდა.

კაპუტომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მოახერხა 20 გოლის გატანა და ალექსს პირობა არ დავიწყებია. მან ფეისბუქზე პოსტიც გამოაქვეყნა და კაპუტოს უთხრა, რომ შეხვედრამდე ცოტა დარჩა…

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …