ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელი თამაშის შესახებ ისაუბრა.
„ეს იქნება თამაში ორ დიდ გუნდს შორის, რომელიც ამ ეტაპზე მოტივაციის გარეშეა. ამან შეიძლება გამოიწვიოს დემოტივაცია ან ხარისხიანი თამაშის ნაკლებობდა. რთული სათქმელია. ხვალ განსაკუთრებით ზეიმი გვსურს.
ეს პირველი წელია და შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ, ატიპიური სეზონი იყო, ყველასთვის დამანგრეველი. აქამდე სეზონი დაწყებიდან 12 თვეში არასდროს დასრულებულა და ამან გუნდები ფიზიკურად და ფსიქიკურად დაღალა. აბსოლუტურად ახალ სიტუაციებს მოვერგეთ, რომლის გამოცდილება არავის ჰქონდა.
ვინ ითამაშებს? ამას თამაშის დღეს გადავწყვეტ, მოედანზე მხოლოდ ის ფეხბურთელები გავლენ, ვინც რისკის ქვეშ არ იქნება. რონალდუ? ვნახოთ როგორ იქნება ის და მისი გრძნობები. დიბალა ექიმების ხელშია და ყველაფერი შეუფერხებლად მიმდინარეობს. შეიძლება რემზი დაგვიბრუნდეს, ჩემპიონთა ლიგისთვის მიზი დაბრუნების კარგი შანსი არსებობს.
როგორ უკეთესია მატჩს შეხვდე რამდენიმე კვირიანი პაუზით თუ რამდენიმე კვირაში 14 მატჩით? უცნობია, ადაპტაციის უნარზეა დამოკიდებული. ახლა ემოციურად, სკუდეტო ერთი კვირის წინ მოვიგეთ და ყველაფერი გასაგებია.
მომდევნო სეზონის დაწყებამდე მინიმუმ 20 დღე აუცილებლად უნდა დავისვენოთ, სავალდებულო უნდა იყოს. იმედი მაქვს, რომ ახალი სეზონი მას შემდეგ დაიწყება, რაც პერსონალი და ფეხბურთელები დაისვენებენ.
თუ მომეწონებოდა, რომ ანდრეა პირლოს ჩემს გუნდში ეთამაშა? ვფიქრობ, ეს ყველას მოეწონებოდა და ჩემს ფეხბურთსაც კარგად შეერწყმებოდა. დარწმუნებული ვარ, კარგად მუშაობას მოახერხებს“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „რომას“ შეხვედრა 1 აგვისტოს გაიმართება.