ტურინის „იუვენტუსმა“ დამდეგი სეზონისთვის ახალი მაისურები წარადგინა, რომელსაც ტრადიციული შავ-თეთრი ზოლები დაუბრუნდა.
„ტრადიცია, ხელოვნება, ელეგანტურობა, ბრწყინვალება, ინოვაცია. ყველაფერი ერთ მაისურში, უფრო სწორად უნიკალურ მაისურში. 2020-2021 წლების სეზონის პირველი ოფიციალური მაისური“, – წერს „იუვეს“ ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ მაისურზე ზოლები არ ყოფილა დატანილი, რამაც თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია.
Golden Boys & Golden Girls in ⚫&⚪
Acquista subito la nostra nuova Home Jersey ➡ https://t.co/63idLSUCDp #LiveAhead pic.twitter.com/CILr0vxXip
— JuventusFC (#Stron9er 🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆) (@juventusfc) July 30, 2020