ტურინის “იუვენტუსი” ანდრეა პირლომ ჩაიბარა. “იუვეს” ვებგვერდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ანდრეა პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი 2022 წლის ზაფხულამდე იქნება.
შეგახსენებთ, რომ იუვემ ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში “ლიონის” ბარიერი ვერ გადალახა და ამიტომაც სარი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დღეს გაათავისუფლეს.
პირლო ერთი კვირის წინ 23-წლამდე გუნდის მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ სარის გათავისუფლებამ ტურინელთა გეგმები შეცვალა. შედეგად, პირლო ისევ “იუვენტუსის” მთავარ გუნდში იქნება, ამჯერად მწვრთნელის რანგში.
UFFICIALE ✍️ Andrea Pirlo nuovo allenatore della Prima Squadra ➡️ https://t.co/gFxYuC28cj#CoachPirlo pic.twitter.com/6xWUAJ5u19
— JuventusFC (#Stron9er 🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆) (@juventusfc) August 8, 2020